ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მინიმე
ჟანრი: პოეზია
17 ივლისი, 2016


ცხოვრება

ჩემს ცხოვრებას ძვირფასო არაფერი ეშველა,
ჩაცვენილი თვალები,ღამის ტეხვა,წანწალი,
უკვე დიდი ხანია იმედსაც კი ვერ ვხედავ,
თითქმის ყველა ნაბიჯი ისევ მიდის არსაით.

შენ რა უნდა გამიგო მეთითონაც არ ვიცი,
ვინ ვარ,რა ვარ და საერთოდ რა მინდა,
ყოველღამე სიზმრები,შეძახილი გამიშვით,
მარტო მინდა ყოფნა და სიბნელეში მივდივარ.

წლები არის ბავშვობა მოვიტოვე ძმებივით,
ძმაკაცები დავკარგე,ან დამკარგეს რავიცი,
სავსე გულით ძვირფასო მთელ ქვეყანას მოვივლი,
მაგრამ ვიცი ამიტანს საშინელი სიცივე.

ბორდიური,ფიქრები,მაწანწალა ბავშვები,
დამეხმარე ბიძია ნუთუ ღმერთი არა გწამს?
ცარიელი ჯიბე და ცრემლიანი თვალებით
ვეუბნები ბოდიში ერთი თეთრიც არა მაქვს.

ჩემს ცხოვრებას ძვირფასო არაფერი ეშველა,
ჩაცვენილი თვალები,ღამის ტეხვა,წანწალი,
უკვე დიდი ხანია იმედსაც კი ვერ ვხედავ,
თითქმის ყველა ნაბიჯი ისევ მიდის არსაით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები