ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ჩაკვეტაძე.
ჟანრი: პოეზია
17 ივლისი, 2016


<>

გოგონა ცისფერ აივანზე იწნის ნაწნავებს.
ჩიტები დაბლა დაფრინავენ. ალბათ იწვიმებს.
ჩამოეშვება წვიმა, როგორც მუქი საკრალი.
როგორ უხდება უთენიას მკვეთრი სიცივე,
როგორც სიჩუმე და სიმუქე მძიმე დაკრძალვებს.
. . . . . . . . . . . . . .
კიდია კაბა ამ ოთახში, ბევრი ყვავილით.
დღეები, ზოგჯერ, წააგავენ ნაპოვნ სარკოფაგს.
მანძილს კარამდე, მერე უკან ისე გავივლი,
ლამის კედლება შემომძახონ:
- გეყო!
- მარტო ხარ!
............................
შენა ხარ ჩემი გამოცანა, ჩემი ბრაილით
ნაწერი ტექსტი.
ასეთია ჩემი - მიყვარხარ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები