ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
26 ივლისი, 2016


***

იდგა საღამო არც ისე სავსე
მთვარით, ქუჩაზე ბაცი ჩრდილებით.
ასეირნებდა მოხუცი საშველს,
ჰქონდა სათვალეს  მუქი მინები...
მიმოდიოდა ქუჩაში ქუჩა,
ნაბიჯით, თითქოს ნაბახუსევის.
მოხუცს კი ღიმი ეკერა ტუჩთან,
მოკაკუნებდა ქალი ქუსლებზე...
ერქვა ამ ღიმილს - „ეს უკვე იყო“,
მისი არ ერქვათ წუთს და საათებს...
რა უსწრაფესად მირბოდა წინ დრო,
სხვის ცხოვრებაში, სხვა მისამართით...
            26.07.16 


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები