დადგა იანვარი და სიმარტოვეს ვეღარ ახარებს ახალი წელი, შარშან ფიქრებმა ცოტა მადროვეს წელს იანვრისგან არაფერს ველი.
მალე გაივლის ალბათ იანვარი, დღეს ბოლო რიცხვმაც სული დალია, ვეღარ პოულობს ოცნებას ქარი, მაგრამ ხვალიდან თებერვალია.
და თებერვალიც მოიტანს სევდას, ბილიკს დაფარულს ღამეს თოვლიანს, მაღალი ცაცხვი ჩაიცვამს ზედას, და თებერვალსაც ჩაუქროლია.
აი,ხვალიდა უკვე მარტია და გაზაფხულის დღეა პირველი, ასეთი მარტი არ მინატრია ტანჯვის მომტანი და გამყიდველი...
აპრილიც მოვა და აფეთქდება სურნელოვანი ფიქრის ძიება, ეს გაზაფხული ჩემთვის რომ კვდება ძვირფასო შენ არ გეპატიება.
მაისიც მოვა წვიმის წვეთებით და დაასველებს ღამეს ნისლიანს, ალბათ,ჩვენ უკვე ერთად ვიქნებით ვერ მიგატოვებ გრძნობას გიშლიან.
მოვა ივნისი და ცხელ ღამეში იმ ძველ ჭადართან ისევ ფიქრია, შორს ნაცნობ მთების არემარეში ჩემი მწევრები ისევ მიქრიან.
დადგება უფრო ცხელი ივლისი, და ზღვასთან მზეზე პალმა თავს დახრის, ახლა სადახარ ნეტავ ვინ იცის? ცაში ხომალდი ქარივით დაქრის.
აგვისტოც მოვა ფერიცვალების, ოდნავ ფოთლებმა იცვალეს ფერი, მე ბინა მინდა შენი თვალების და ამ ღამეებს როგორ უცქერი?
ხვალ გაყვითლდება უკვე მიდამო, ხვალიდან ალბათ სექტემბერია, სად მქონდა მაშინ ფიქრი საამო? დრო კი ოცნებამ მოიგერია.
და ოქტომბერი უფრო წითელი ხმელი ფოთლები დამჭკნარი მდელო, მე ისევ მწამხარ,მე ისევ გელი, ეს მონატრება როდემდე ვთელო?
ნოემბერია და უკვე გადის ბოლო რიცხვია ამ შემოდგომის, ისევ ლანდები ცხადივით დადის, მგონიხარ უცხო,სულ უცხო ტომის,
ეს ერთი წელიც ასე გავიდა, ალბათ შენც ხედავ დეკემბერია, ნუ მოხვალ,რადგან არ ღირს თავიდან შენს მოსვლას ბევრი ცრემლი ერია,
მე ეს ცრემლები დავწერე ასე, მქონდა სურვილი შენი ქებისა, თოთხმეტ კუპლეტში მე მოვათავსე ჩემი ტკივილი განშორებისა.....
2007წ
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
26. მშვენიერია222222222222222222 მშვენიერია222222222222222222
25. :-*კაიიიიიი? :-*კაიიიიიი?
24. გაუძელი იმე...... გაუძელი იმე......
23. რა გითხრა, რით გაგახარო, სიყვარული შეგყრია ჩემო........................ რა გითხრა, რით გაგახარო, სიყვარული შეგყრია ჩემო........................
21. არ ბრატ აქ მაგარი კაი სიტუაციაა და მაგარი კაი საიტია... არ ბრატ აქ მაგარი კაი სიტუაციაა და მაგარი კაი საიტია...
20. რა ჯობი დველ მეობარს,რავა ხარ დმა დორნი გადიან და არ გავვიწდება ერთამნეთ,როგორ არ ახსოვხარ რა დავიწკებს სჰენ ლექსებს მე უბრალოდ აგარ ვარ ხოლმე ურკ პარკზე როგორ იქ აქაც იგივე ხლახია,მაგრად იკავი დამო,და ლექსი წერე აუცილებლად, მე სჰევესჰვი ლექსებს შეიდლება ოდესმე დავბრუნდე მაგრამ ახლა,ეს ლექსი მომეწონა.წერე წერე აუცლიებლად რა ჯობი დველ მეობარს,რავა ხარ დმა დორნი გადიან და არ გავვიწდება ერთამნეთ,როგორ არ ახსოვხარ რა დავიწკებს სჰენ ლექსებს მე უბრალოდ აგარ ვარ ხოლმე ურკ პარკზე როგორ იქ აქაც იგივე ხლახია,მაგრად იკავი დამო,და ლექსი წერე აუცილებლად, მე სჰევესჰვი ლექსებს შეიდლება ოდესმე დავბრუნდე მაგრამ ახლა,ეს ლექსი მომეწონა.წერე წერე აუცლიებლად
19. აპრილიც მოვა და აფეთქდება სურნელოვანი ფიქრის ძიება, მიყვარს აპრილი....:) აპრილიც მოვა და აფეთქდება სურნელოვანი ფიქრის ძიება, მიყვარს აპრილი....:)
18. გილოცავ ძველით ახალ წელს... :) გილოცავ ძველით ახალ წელს... :)
15. ამას მხოლოდ იმიტომ არ წავიკითხავ, რომ მარკესის მარტოობის 100 წელიწადი მაქვს წაკითხული : ) იტყვით რა შუაში არისო, ხოდა იფიქრეთ რა შუაშია :P ამას მხოლოდ იმიტომ არ წავიკითხავ, რომ მარკესის მარტოობის 100 წელიწადი მაქვს წაკითხული : ) იტყვით რა შუაში არისო, ხოდა იფიქრეთ რა შუაშია :P
14. მშვენიერი;;)ლექსი ოღონდ ....მარტოობა კი არა:D
მრავალს დაესწარი!
წელს კი იანვრისგან არაფერს ველი.
აქ "კი"არ უნდა მგონი, რიტმიდან აგდებს:) მშვენიერი;;)ლექსი ოღონდ ....მარტოობა კი არა:D
მრავალს დაესწარი!
წელს კი იანვრისგან არაფერს ველი.
აქ "კი"არ უნდა მგონი, რიტმიდან აგდებს:)
11. :) კარგიაოოო მაგრამ მე რომ მიყვარს თბერვალი რატომ ადმიჩაგრე?:) კარია ძალიან კარგი :) :) კარგიაოოო მაგრამ მე რომ მიყვარს თბერვალი რატომ ადმიჩაგრე?:) კარია ძალიან კარგი :)
10. მარტს რას ერჩოდი კაცო? :( მარტს რას ერჩოდი კაცო? :(
9. კარგია მომეწონა :) კარგია მომეწონა :)
8. :)
შენი რომ არის,მაგაში ეჭვი არც მეპარება... უბრალოდ ლექსი 4 ქულით შევაფასე და შენთვის ეს ლექსი ალბათ შეუფასებელიც კია და დაბალი ქულით რომ შევაფასე არ იწყინოსთქო...ამიტომაც დავწერე ის კომენტარი...:)
:)
შენი რომ არის,მაგაში ეჭვი არც მეპარება... უბრალოდ ლექსი 4 ქულით შევაფასე და შენთვის ეს ლექსი ალბათ შეუფასებელიც კია და დაბალი ქულით რომ შევაფასე არ იწყინოსთქო...ამიტომაც დავწერე ის კომენტარი...:)
7. ჯალალ ვერ მიგიოხვდი რტას ამბობ..ეს ლექსი მხოლოდ ჩემი დაწერილია... ჯალალ ვერ მიგიოხვდი რტას ამბობ..ეს ლექსი მხოლოდ ჩემი დაწერილია...
5. ჯამში 4..:)
მაგრამ ვფიქრობ, რომ ის ლექსები რომელიც შენი და მისია,ასე აშკარად არ უნდა იდებოდეს...რადგან შენთვის ძვირფასია და აქ კი ლექსის ავკარგიანობაზე საუბრობენ...
ჯამში 4..:)
მაგრამ ვფიქრობ, რომ ის ლექსები რომელიც შენი და მისია,ასე აშკარად არ უნდა იდებოდეს...რადგან შენთვის ძვირფასია და აქ კი ლექსის ავკარგიანობაზე საუბრობენ...
3. მოვა ივნისი და ცხელ ღამეში იმ ძველ ჭადართან ისევ ფიქრია, შორს ნაცნობ მთების არემარეში ჩემი მწევრები ისევ მიქრიან. მოვა ივნისი და მეც დავიბადები 23-ედ :D მოვა ივნისი და ცხელ ღამეში იმ ძველ ჭადართან ისევ ფიქრია, შორს ნაცნობ მთების არემარეში ჩემი მწევრები ისევ მიქრიან. მოვა ივნისი და მეც დავიბადები 23-ედ :D
2. ამ ნიკითაც მომეწონა :D ამ ნიკითაც მომეწონა :D
1. საინტერესოა :) სექტემბრის ყველას ჯობია :D საინტერესოა :) სექტემბრის ყველას ჯობია :D
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|