*** ნისლები იყო ადრე აქ, რაც შენ წახვედი განქარდნენ. ახლა წუხილი ადრეა, გვიანი იყო აქამდე. ხევის პირაზე ატმები ყვაოდნენ, მთვარისხელები. ახლა არაფერს ამბობენ, მდუმარენი და ხმელები. ადრე იტეხდა ღამის ძილს, ჩვენს ფანჯარასთან ბეღურა. შენს განათებულ ლავიწებს ღამის სინათლე ეხურა. ახლა დრო დადგა თავხედი. ყველგან ტრიალი ველია. შენ უსირცხვილოდ წახვედი. მარტო დავრჩი და მრცხვენია.