კვირტებს გული რომ უსკდებათ, იბადება ნაყოფი. პოეტს გული გაუსკდა და დაიბადა ბოჰემა. საგზლად წყალი გამატანეს ორი ღამის სამყოფი, დავწექი და ლექსაყრილმა მოვინდომე აფრენა.
ღამის სამს რომ გადავცილდით მე და დროის ისრები, წამოვდექი იმის შიშით- გათენებამ დამასწროს. გამახსენდა, მაშინ გკლავენ, მაღლა როცა ფრინდები, თორემ ჩრდილს მოფარებულზე, არვინ ხარჯავს ძალასო.
კვირტებს გული უსივდებათ და მეც გული გამისკდეს, რომ ნაყოფად ლექსაყრილმა გამოვისხა- 'liberta' ავფრინდები არა ცაში არც ტაშისთვის არც ისე, ოღონდ, ღმერთის გულისათვის, ის ნაყოფი ვიგემო.