 | ავტორი: რჩეული ჟანრი: პროზა 6 აგვისტო, 2016 |
საოცრად ცხელი ზაფხული იყო,არცერთ სხვა ზაფხულს არ ჰგავდა.ცხელი წვიმა ესხმებოდათ თანადედამიწელებს.ჩემი სახლიდან ორიოდე კილომეტრის დაშორებით იყო რკინიგზის სადგური, სადაც მე და გიორგი ერთად ვმუშაობდით. მე მშობლები ადრე დამეღუპნენ არც და-ძმა მყავდა, გიოს კი 3 და ჰყავდა. მე და გიო ვაგონის ქვემოდან სახეგაშავებულები ამოვძვრით,ჭუჭყიანი ტანსაცმელით და მაზუთგადასმული ხელებით. იქვე რკინის სკამზე ჩამოვჯექით.თვალები დავხუჭე დაღლილობისგან .ამ დროს გავიგონე ფეხსაცმლის ხმა, უეჭველად ქალის,რადგან მათ ფეხსაცმელს სხვანაირი ხმა აქვს. ნელ-ნელა გავახილე თვალები.მატარებელი დაიძრა, შეძრა მიწა და ჩვენი სხეულები,მაგრამ მგონი მატარებელმა კი არა, ამ გოგონამ შეძრა,ის ულამაზესი იყო,მაღალი ტანის,საოცრად ლამაზი თვალებითა და ულამაზესი გრძელი ხვეული შავი თმით,მისი ტუჩები მარწყვს მოგაგონებდათ,ასეთი სილამაზე ალბათ არასდროს მენახა,საოცრად ამიჩქარდა გული.ის გიოს უყურებდა,გიომაც ნელ ნელა გაახილა თვალები
- გიო, ხომ არ დაგვიწყებია დღეს საღამოს კინოში მივდივართ, საჭმელი მოგიტანე,მშიერი იქნები. გოგონამ ,ორივეს გაგვიღიმა და ნიკაპთან სიცხისგან მიკრული თმები უკან გადაიწია. - რა დამავიწყებს,მახსოვს. -არ გამაცნობ შენს მეგობარს? -გაიცანი ლევანი,ლევან ეს ნუცაა ჩემი ნუცა. -სასიამოვნოა..
ვერ გეტყვით რა გრძნობა იყო,ნუცა....გამუდმებით იმეორებდა ჩემი გონება მის სახელს. დაახლოებით ორ დღეში გიორგი ვნახე,მისმა ნათქვამმა კი გამაკვირვა.
-ლევან,ომში მივდივარ,კვირას. -კვირას ასე უცებ?დღეს ხომ პარასკევია? -ხო ლევან კვირას,კვირას როდესაც მინდოდა ნუცასთვის ხელი მეთხოვა,არანაირი გარანტია არ მაქვს,რომ ცოცხალი დავბრუნდები,მე ყოველ მეოთხე დღეს მოგწერ წერილს იმის ნიშნად,რომ ცოცხალი ვარ და თუ მოხდება ისე,რომ ვეღარ მოგწერ ესეიგი მე უკვე მოვკვდი.ნუცას მიხედე,ის მე ძალიან მიყვარს და საშნლად მტკივა გული რადგან ასე უნდა მელოდოს,ხანდახან მგონია, რომ ნუცა ზედმეტად კარგიც არის ჩემთვის,ის სხვებს არ ჰგავს,ის..ის არის ჩემი ნათელი წერტილი,შენც კარგად იცი რამდენი ქალი მყავდა,მაგრამ მხოლოდ ის შემიყვარდა,თავის უბრალოებით,იმ ყველაფრით რაც მასშია,იმ სითბოთი და იმ სიწმინდით რაც მის გულშია,მაგრამ არ მინდა იტანჯებოდეს ჩემს მოლოდინში,ვგრძნობ ლევან მე ვეღარ დავბრუნდები.გთხოვ ძმაო მიხედე. -რაზეა ლაპარაკი ძმაო.მესმის,ძალიან გთხოვ ამ სისულელეზე ფიქრს დაანებე თავი,შენ დაბრუნდები,მე ამაში დარწმუნებული ვარ. ცრემლები მომადგა და მაგრად ჩავეხუტე ჩემს საუკეთესო მეგობარს. *** კვირაც მოვიდა და იმავე სადგურიდან სადაც ვმუშაობდით გავაცილეთ მე და ნუცამ გიო. ნუცას თვალებში სევდას ამოიკითხავდით,თუმცა ის არ ტიროდა.ჩვენ ორ შორის გამეფებული სიჩუმე ისევ მან დაარღვია. -წამოდი ლევან,ყავა დავლიოთ. მეც დავთანხმდი და იქვე სადგურთან ახლოს მდებარე კაფეში შევედით,კაფეში სადაც კედლები სხვადასხვა მხატვრების ნახატებით იყო სავსე. -ლევან,მოგწონს ეს ნახატები? -ძალიან. -იცი ხელოვნებას როგორი სუნი აქვს?მხატვრობას,მუსიკას,თეატრს. -ვიცი. მივუგე და მომღიმარი თვალებით შევავლე თვალი მის სახეს,ღმერთო რა საოცრად ლამაზი იყო. -ნუცი,მე იმაზე მეტი ვიცი ხელოვნებაზე ვიდრე წარმოგიდგენია,ყოველთვის ვკითხულობდი სხვა და სხვა წიგნებს ხელოვნებაზე. ნუცას ერთიანად გაუნათდა თვალები,აშკარად ეტყობოდა,რომ ხელოვნება მისთვის ყველაფერი იყო. -ლევან შენ ვერ წარმოიდგენ,რა სასიამოვნო სუუნი აქვს სცენის მტვერს,ვერასდროს წარმოიდგენ რა სასიამოვნოა როდესაც აპლოდისმენტებით გეგებებიან მაყურებლები.ვერასდროს წარმოიდგენ როგორი გრძნობაა,როდესაც მუზა მოდის,ნელ ნელა ლაგდება შენს გონებაში აზრები და ერთიანად გადაგაქვს ფურცელზე,ეს არის ლევან ყველაფერი. საუბრობდა და იმდენად ბედნიერი იყო ამ ყველაფრით, არ შემეძლო სიტყვა შემეწყვეტინებია მისთვის.ნელ ნელა ამოვიღე საფულე რომელშიც ჩემი ერთ ერთი ლექსი იყო,ის სულ ახლახანს დავწერე,ცხოვრებაში პირველად დავწერე სიყვარულზე,თანაც ცალმხრივზე.
-აი ეს ნახე,ჩემი დაწერილია,შეიძლება ბანალურად მოგეჩვენოს,თუმცა ამ ლექსში მთელი ჩემი გრძნობა ჩავდე.
ნუცამ წაიკითხა,მის ლამაზ თვალებს ერთანად შეეცვალა გამომეტყველება.
-ლამაზია.საოცრად აღვსილი გრძნობებით,გიყვას?როგორ შეუძლია ასეთი ბიჭი არ უყვარდეს?
თავი დავხარე,ჭიქას ხელი მოვკიდე,ყავა მოვსვი და შევაბრუნე სახე ნუცასკენ.
-არა,არავინ არ მიყვარს,უბრალოდ თემამ მოიტანა და დავწერე,ან რა აზრი აქვს ისეთი ადამიანის სიყვარულს,რომელსაც არ უყვარხარ და არც არასდროს ეყვარები?
-რატომ გგონია ასე?რატომ ყრი ფარხმალს?
-დაიმახსოვრე,იყავი ამაყი,იმდენად ამაყი,რომ არასდროს მისცე თავს უფლება გიყვარდეს ის,ვისაც არ უყვარხარ.
ნუცას ამაზე პასუხი აღარ ჰქონდა.წამოდგა და ხელი მომკიდა.
-წამოდი ლევან,რაღაც მინდა გაჩვენო.
მან ნაპირზე გამიყვანა,მზე ჩადიოდა.ულამაზესი სანახაობა იყო.ტალღები ნაზად ეხეტქებოდნენ ნაპირს.ჩვენც იქვე ჩამოვსხედით.
-ლევან ხედავ მზეს?
-ვხედავ. -ის ახლა ჩავა და ხვალ დილას ისევ ამოვა.სწორედ ასეთია სიყვარული,მის გარეშე სიცივე და სიბნელეა სულში,ხოლო როდესაც ის ადამიანი გყავს გვერდით ვინც შენთვის ყველაფერია მუდამ მზე და სილამაზეა შენში.
ღმერთო რა საოცრად აღიქვამდა ეს გოგო იმ ყველაფერს რაც ასე მიყვარდა,რა საოცარი სურვილი მკლავდა გულში ჩამეკრა და არსად გამეშვა არასდროს,საიდან ამდენი უბრალოება,ან საიდან ამდენი სითბო,როგორ შეეძლო ამ პატარა გოგოს გულით ამდენი რამის ტარება.
-ლევან,შენთვის რა არის სიყვარული?
-შეხედე ტალღებს,ხედავ?ისინი ხან წყნარად ხან კი შემოტევით ეხეთქებიან ნაპირს,სწორედ ასეა სიყვარული,რომელიც შემოვა შენში და ერთიანად აგაფორიაქებს.ხან ნაზად და ლამაზად ხან კი უხეშად და შეტევით.
-მესმის...ესეიგი შეგიძლია სიყვარული,რადგან აღიქვამ ამ გრძნობას და რაღაც სახეს აძლევ.
-ალბათ ნუცა,წამოდი წავიდეთ დილას ადრე ვარ ასადგომი მიგიყვან სახლში და მეც წავალ დავისვენებ.
ნელ ნელა დავიშალეთ,ნუცა სახლამდე მივაცილე და მე სახლში წამოვედი.დაღლილი ვიყავი ერთი სული მქონდა წყალი გადამევლო და დამეძინა,კარში კი წერილი დამხვდა,ის გიოსგან იყო.შემატყობინა,რომ მშვიდობით ჩავიდა და ჯერ ჯერობით კარგად იყო ყველაფერი,როგორც დამპირდა ოთხ დღეში ისევ მომწერდა. გიო,ჩემი ბავშვობის მეგობარი,ქარაფშუტა...გიო ჩემი ყველაზე საუკეთესო მეგობარი იყო,მაგრამ ძალიან მენანებოდა ნუციკო მისთვის,საერთოდ სხვადასხვა სამყაროდან იყვნენ,ის ვერასდროს ვერ გაუგებდა ნუცას ამ ფიქრებს,ამ დამოკიდებულებას რაც მას ჰქონდა ხელოვნებაზე,ცხოვრებაზე და სიყვარულზე. ერთი კვირა გავიდა,ნაპირზე წავედი სადაც ნუცასთან ერთად ვიყავი,ვუყურებდი მზის ჩასვლას,უცებ ვიგრძენი,რომ მხარზე ვიღაც შემეხო,სანამ ავიხედავდი მივხვდი,რომ ის ნუცა იყო,მისი სურნელით,რომელიც სხვას არ ჰგავდა.
-ლევან,რატომ აღარ შემეხმიანე?როგორ ხარ გიოსგან ისმის რამე?
-კი მწერს 4დღეში ერთხელ,არ მეცალა ნუცა მაპატიე.
-აქ რატომ მოხვედი?
-არ ვიცი,ალბათ ვფიქრობ ცხოვრებაზე,ყველაფერზე.
-ხელს თუ გიშლი მე წავალ.
-არა,დაჯექი,ისევ ვისაუბროთ ჭეშმარიტებაზე.
გავუღიმე და ჩემს გვერდით ადგილას მივუთითე.
-ჭეშმარიტებაზე?
-ხო ნუცა,იმაზე რაც შენთვის ჭეშმარიტებაა.
არ ვიცი რატომ,მაგრამ გამეცინა.
-დამცინი?
-არა რა სისულელეა.
-არა დამცინი...თუმცა რა არის გასაკვირი გიორგის მეგობრისგან.მასაც ასეთივე რეაქცია ჰქონდა როდესაც ჩემს განცდებზე ვუამბე ხელოვნების შესახებ.
-არ დაგცინი ნუცა,დაჯექი გთხოვ,რატომ ხართ გოგონები ასეთი სულელები?რატომ გგონია რომ დაგცინი? ძლივს შევიკავე თავი რომ მაგრად არ ჩამეკრა გულში,აღარ შემეძლო ამ ემოციების შეკავება,გული ვატკინე გოგონას რომელიც ჩემი სიცოცხლე იყო,დიახ ეს ფიქრები ტრიალებდნენ ჩემს გონებაში,მე ნუცა შემიყვარდა,შემიყვარდა ზუსტად მისი თვისებებით,იმ სულით იმ ლამაზი თვალებით,თუმცა ამას არასდროს არ ვაღიარებდი.
-მე თუ არ მაინტერესებს ის ყველაფერი რაც შენ გიყვარს შენი აზრით საიდან ვიცი ვან გოგის ტილო ,,კაფე ტერასა ღამით’“-შესახებ?ანდა კლიმტის ,,კოცნა'-ის შესახებ,საიდან მოდის ჩემში წერის მუზები?წამოდი ჩემთან,წამოდი...განახებ ყველა ჩემს ლექსს,ცნობილი მხატვრების ნახატებს და მერე გამეცი პასუხი,თუკი დაგცინე და ჩემთვის სასაცილო იყო ეს ყველაფერი ამდენი საიდან მეცოდინებოდა?
გაიღიმა და რამოდენიმე წამის მერე გამცა პასუხი:
-ხო ხანდახან გოგონები სულელები ვართ.
-სწორედ მაგ სისულელის გამო უყვარდებით ან არ უყვარდებით მამაკაცებს.
-ისევ დამცინი?
-ახლა მემგონი უკვე შენ დამცინი.
-უბრალოდ ვიხუმრე ლევან რა გჭირს.
-სულელო გოგო.
ასე გადიოდა დღეები,ხშირად ვნახულობდით მე და ნუცა ერთმანეთს,ვიცინოდით,ვმხიარულობდით.სანამ გიორგის წერილმა არ შეცვალა ყველაფერი,წერილი რომელიც სახლში მისულს დამხვდა.
-ლევან ძმაო.მენატრებით.ვერ გეტყვი,რომ მე კარგად ვარ,ტყვეობაში ვიყავი 1კვირა ამიტომაც ვერ მოგწერე.ნუცა მომიკითხე,შენ მენატრები სიგიჟემდე და უსასრულობამდე ჩემო ძმაო,მაგრამ ნუცას უთხარი დამივიწყოს,რადგან ვიცი მე ვეღარ დავბრუნდები,გამოჩნდება მის ცხოვრებაში ვინმე ისეთ ვინც გააბედნიერებს და ჩემი დაღუპვით გამოწვეულ ტკივილს დაავიწყებს.გკოცნი და მშვიდობით.სიყვარულით გიორგი.
ერთანად ირეოდა ჩემში ტკივილი,სიბრაზე და ცრემლები.გიო ის ხომ...არა ოღონდ გიო არა. ნუცაც ტიროდა,ორივეს გული გვეტკინა,თუმცა მის თვალებში შეყვარებული ქალის სევდას ვერ ვხედავდი.გავიდა 2თვე ისევ ნაპირზე ვისხედით მე და ნუცა,გიორგის დაკარგვით გამოწვეულ ტკივილის ვერც ალკოჰოლი მავიწყებდა და ვერც საყვარელი ქალის სიახლოვე,ყოველ ღამე მივდიოდი სახლში იმ იმიედით,რომ გიოს წერილს ვნახავდი.
ერთ დღესაც როდესაც შინ დავბრუნდი დასაძინებლად დავწექი,საშინელ სიზმრებს ვხედავდი,მესიზმრებოდა გიო,რომელიც შველას მთხოვდა მე კი ვერ ვშველოდი,უცებ კარზე ზარის ხმამ გამომაფხიზლა დილის5საათი იყო როდესაც გავაღე დავინახე გიორგი,დასვრილი მაისურით და ხელზე თაბაშირით,არ დააყოვნა და გადამეხვია
-ლევან ჩემო ძმაო როგორ მომენატრე.
-გიო,შეეენ?
ისე ჩავეხუტეთ ერთმანეთს როგორც არასდროს.არ მჯეროდა,რომ ის ცოცხალი იყო და მეხუტებოდა,ბედნიერებას ვგრძნობდი. ცოტა ჩაი დავლიეთ მან მომიყვა თავის ამბები და ბოლოს უკვე სხვა თემას მიუახლოვდა.
-ლევან,მე უკვე 2კვირაა ქალაქში ვარ,რაღაც არის რაც შნთვის არ მითქვამს,მე იქ ომში ქალი გავიცანი,რომელიც ზრუნავდა ჩემზე,როდესაც დაჭრილი ვიყავი,სითბო დამანახა და მე ის ქალი შემიყვარდა,არასდროს მითქვამს შენთვის,მაგრამ ნუცას მე არ ვყვარებივარ,მე მიყვარდა,უფრო სწორად მეგონა მიყვარდა,აი იქ კი ჭეშმარიტ სიყვარულს შევხვდი,რაც შეგეხებათ თქვენ,მე გნახეთ ერთად,მე დავინახე მისი თვალები,როგორ ბრწყინავდა შენს გვერდით,როგორი ბედნიერი იყო როდესაც იცოდა შენ არსებობდი მის ცხოვრებაში,იგივე ვიგრძენი შენშიც.თქვენ გიყვართ ერთმანეთი და გთხოვ,მიდი და უთხარი სიტყვა რომელიც ყველაფერია,“მიყვარხარ“მიდი და უთხარი.მინდა ბედნიერები იყოთ,რადგან მე გავიგე ბედნიერება ისეთ დროს როცა ყველაზე მეტად ვიტანჯებოდი,საშინელება იყო ჩემს თვალწინ ამდენი ადამიანის სიკვდილი,ევამ გამაძლებინა,ევა ეს ჩემი ცხოვრების ქალია.შენთვის კი ნუცაა ეს ყველაფერი.წადი რაღას ელოდები...მე ვნახე უკვე შენი საყვარელი გოგონა და ვესუაბრე,მასაც უყვარხარ,უბრალოდ ამას არასდროს არ გეტყოდა.მალე ევასაც გაგაცნობ და მიხვდები,ზუსტად ისეთია მე რომ მჭირდება ბედნიერებისათვის.
გაოგნებისაგან ხმას ვერ ვიღებდი,როგორც კი გათენდა სამსახურში წავედი,მინდოდა მეფიქრა გიოს სიტყვებზე,ნუცაზეც როგორ მოვქცეულიყავი,საღამოს ნუცას სამსახურში გავუარე და მისმა თანამშრომელმა მითხრა,რომ იმ დღეს ადრე წასულა,არც შინ დამხვდა და მაშინვე იმ ნაპიროზე წავედი სადაც ერთმანეთს ვხვდებოდით,შორიდან დავინახე მისი გრძელი თმა,რომელსაც ნიავი უფრიალებდა.მივუახლოვდი და მისი მომღიმარი თვალები დავინახე.ამომხედა და ამ გამოხედვაში ვიგრძენი,რომ ვერასდროს ვერავინ შეძლებდა ასე ვყვარებოდი,როგორც ნუცას,ღიმილზე მეტი იყო მისი ეს მზერა,ბრწყინავდა.
-მოდი დაჯექი,ვისაუბროთ ჭეშმარიტ ცხოვრებაზე.
ორივემ გავიცინეთ,ხელი გავუწოდე და წამოდგომაში დავეხმარე,შემდეგ კი ამდენი თვის ოცნება ავისრულე,ძალიან მაგრად ჩავიკარი გულში და ვუთხარი.
-მიყვარხარ სულელო გოგო.მიყვარხარ და შენ ხარ ის მზე ჩემთვის,რომელსაც სიყვარულს ადრიდი,ხოლო უშნობა ის სიბნელე რომელიც ღამით რჩება ნაპირზე მზის ჩასვლის შემდეგ.
-მეც მიყვარხარ,შენ კი ის ტალღა ხარ გულს,რომ ერთიანად ხან ნაზად და ხან ძლიერად აფორიაქებს. სიტყვები უკვე ზედმეტი იყო ასე ვიდექით დიდხანს ჩახუტებულები,მანამ სანამ მზე ზღვის და ცის ერთობლივ რკალს არ მიეფარა.... p.s ბედნიერებაა როდესაც გიყვარს,მაგრამ უფრო დიდი ბედნიერებაა,როდესაც ვინმეს ისეთი გრძნობით უყვარხარ,როგორც მე ვუყვარდი ნუცას,გოგონას რომლისთვისაც ყველაფერი ვიყავი...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. არ ვიცი რა ვთქვა მოდი დაჯექი,ვისაუბროთ ჭეშმარიტ ცხოვრებაზე არ ვიცი რა ვთქვა მოდი დაჯექი,ვისაუბროთ ჭეშმარიტ ცხოვრებაზე
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|