ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
22 აგვისტო, 2016


წერილი მარიამს

ჩემო მარიამ! უშენობას ისე განვიცდი,
ლამის შემშალოს მონატრებამ ბიჭად - კაცი და...
ასე თუ ისე სიკვდილამდე მაინც დაგიცდი,
შენს არყოფნაში სიყვარულის კერაც გაცივდა.

ჩემო მარიამ! ღალატია ახლა დუმილიც,
ღალატის გარდა ყველაფერი გვეპატიება,
მინდა დაბრუნდე საკუთარი ნება - სურვილით,
რომ ძველებურად გაიხარონ ჩვენმა იებმა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები