ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ენმესაგშარრი
ჟანრი: პოეზია
11 ნოემბერი, 2016


ჯაჭვი

რა ვქნა თუკი წასვლა მინდა,
ეს არასწორია როცა წასვლა გინდა,
თუ წასვლა გინდა ესე იგი ან თავად ვეღარ ერევი ან პასუხისმგებლობის აღებას ერიდები.

ყველაფერი მოჯმიდან იწყება,
დანაშაულის გრძნობა ჩნდება მაშინ,
როცა ჩვილი პირველად გაიაზრებს,
რომ მისი ნაქნარი ყარს და ამით წუხდება,
რომ ამ შეწუხების გამო აგრესიულ ხმებს გამოსცემენ ახლობლები, მშობლები,
დანაშაულის გრძნობა ჩნდება იქედან, 
რომ რაღაცის გამო მიუღებლები ვართ,
და ჩვენ ვიწყებთ ამ საქმის შეძულებას,
მიუხედავად იმისა,
რომ ჩვენ ეს ბუნებრივად გვსიამოვნებს,
ჩვენ ვიწყებთ დეფეკაციის შეძულებას,
და კუჭში გავდივართ დაფარულად,
რომ არავინ შეწუხდეს,
და შემდგომში ვმალავთ ჩვენთვის სასიამოვნო ყოველ ქმედებას,
უფრო მაღალი ხარისხისას,
ყველაფერს რაც სხეულს უკავშირდება,
ჩვენ ვიწყებთ საკუთარი სხეულის შეძულებას,
ეს დამონების პირველი საფეხურია,
ეს შავი მაგიის პროგრამაა,
ჯერ კიდევ ჩვილობის ასაკში ქვეცნობიერში ჩატვირთული,
აქედან ჩნდება ტაბუები,
აკრძალვები,
დაყოფები,
კონფლიქტები,
ომები,
აქედან ჩნდება ჩემი და შენი მძღნერი,
ჩემი და შენი სახლი,
აქედან ჩნდება საკუთრების გრძნობა,
სხვისი და ჩემი დანაშაული,
აქედან ჩნდება კანონი და კოდექსი,
აქედან ჩნდება ყველა სისტემა,
მათ შორის რელიგიური,
შენ დამნაშავე ხარ, რადგან მამაშენ ადამის
მძღნერი გაცხია და დღემდე ვერ ამოგიხოცია,
რადგან მე არ მაწყობს,
რომ ამოიხოცო,
დანაშაულის გრძნობის მქონე ადამიანი ყველაფერს იზამს,
ოღონდ ეს გრძნობა მოიშოროს,
ისე იოლია მისი დამონება,
მისთვის ენერგიის და რესურსის წართმევა,
უბრალოდ მისი დარწმუნებაა საჭირო, რომ დამნაშავეა,
არადა ჩვეულებრივი ტიპი ხარ და არც მძღნერი გაცხია,
თუ რა თქმა უნდა დაბალი დონის ცრუეგოს არ ჩავთვლით,
ამ ცრუეგოს სიმყრალით შეწუხებულია ბელადის მარცხენა ხელი,
რუხი კარდინალი, რომელიც სინამდვილეში მართავს ტომის წესებს
და მათს შინაგან და გარეგან პოლიტიკას,
უძველეს დროში როგორც ახლა,
მმართველთა გვერდით არიან ასეთები,
ეგრედ წოდებული შავი ვეზირები,
თავად ეშმაკის განსახიერებები, რომლებიც გრძნობენ ეგოს სუნს,
მის გამოვლინებებს და ამით მართავენ ყველას,
ესაა სწორედ ცოდვა,
ესაა ადამის ცოდვა, მისი ცრუეგო,
ეს ტყავის სამოსელი ჩააცვა ღმერთმა ადამიანებს,
რათა შესჩვეოდნენ რეალობის უხეშ განზომილებას,
რომელიც მუდმივად საფრთხით იყო  და არის აღსავსე,
მაგრამ რატომ მოხვდა ადამი თავის მეგობარნეკნიანად ამ განზომილებაში,
რატომ და სხვა შემთხვევაში ვერ გაიზრდებოდა,
ეს იგივეა სკოლაში მიიყვანო შვილი, იქ უამრავი საფრთხეა,
მაგრამ არიან მასწავლებლებიც,
რომლებიც თვალყურეს ადევნებენ პირველკლასელებს,
ვაი რომ მასწავლებლების როლი ბრალმდებლებმა მოირგეს,
ვაი რომ მგლებს, ცხვრის ტყავებში,
ცხვრები ემსახურებიან,
რომელთაც მგლის ტყავები მოირგეს,
ნამდვილი მასწავლებელი კიდევ შეგვხვდება,
მისი გამოცნობა მარტივად შეიძლება,
მას არსად მივყავხართ, ჩვენივე გულის გარდა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები