ავტორი: ხმიადაშვილი ჟანრი: პოეზია 17 აგვისტო, 2016
მარტოობისას. (ესპრომტი)
მე დავბრუნდები, როგორც წესი შებინდებისას, ქარნი როდესაც ეზოს ხეებს რხევით დაღლიან, სურნელს მოვიტან, შორეული უცხო ტბებისას და აღარ გავალ, აღარ გავალ კარგო სახლიდან. მე დავბრუნდები როგორც წესი და სიტყვაძუნწი, ვიქნები შენგან მოშორებულ გზების სტუმარი, ათასში ერთხელ შეხვდებიან ჩვენი თვალები, ტუჩები ჩვენი შეხვდებიან თითქმის მდუმარედ. მე დავბრუნდები, დავბრუნდები და როგორც წესი, იქნება ისევ უსიცოცხლო შემობინდება, ჩვეულებრივად გაგრძელდება ძველი პროცესი, ჩაგივლი გვერდით და შეხედვის მომერიდება. ჰო დავბრუნდები, დავბრუნდები ალბათ ოდესღაც, ქარნი როდესაც ეზოს ხეებს რხევით დაღლიან.