ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნუციკო
ჟანრი: პროზა
24 აგვისტო, 2016


მონოლოგი

1.
-ნინი
-ვა ნოდო როგორ ხარ?
-რავი არამიშავს, შენ?
-რავი, მეც კარგად
-რა ხდება შენსკენ?
-რავი, არც არაფერი, ვმუშაობ და ვარ რა
-ისევ ბრმებში ხარ ხო?
-ბრმებში არა, უსინათლოთა კავშირში
-რა მნიშვნელობა აქვს, ბრმები არ არიან? (სიცილნარევი ტონი), ეგ იქით იყოს, შენ რა შვები, ხო არ თხოვდები ?
-ჯერ არა.
-დროა გოგო დროა, თორემ ბებერი ვისღა ჭირდები (იცინის) კაი, კაი, აბა შენ იცი, თავს მიხედე.
ნეტა სულ არ შემემჩნია, ვითომ ვერ გავიგე დაძახება, რა მოხდებოდა, ამ დაღლილზე მაგის უაზრობას ხო არ მოვისმენდი. ამ ფიქრებში სახლამდეც მოვაღწიე. გამოვიცვალე ტანსაცმელი,  მოვიმზადე ვახშამი, შევიკეტე ოთახში და კომფორტულად მოვეწყე ტელევიზორთან რაიმე საინტერესო და სასიამოვნოს ყურების იმედით. ვატრიალე ეს არხები წინ და უკან, ზევით ქვევით, უკანაც გადავახვიე, იქნებ გუშინ ან იმის წინ იყო რაიმე საინტერესო გადაცემა მეთქი, მაგ იმედით დავდგი სილქნეტის დეკოდერი, მაგრამ ფუჭად ჩაიარა ამ ჩემმა მცდელობამ. ხან პოლიტიკურ შოუს გადავაწყდი, ხან მასაზე გათვლილ და ვითომ კარგად გაყიდვად გადაცემებს, რომლებიც სექსუალური უმცირესობის თემებს ისე ადვილად და უმტკივნეულოდ აშუქებენ, თითქოს ეს ჩვეულებრივი საკითხი იყოს. თუმცა მე მათი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, ვისაც როგორ უნდა ისე უცხოვრია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ასე ხშირად მსგავსი თემის გაშუქება კარგს არაფერს მოუტანს საზოგადოებას, მხოლოდ და მხოლოდ შუღლს თუ გააღვივებს სხვადასხვა მსოფლმხედველობის მქონე ადამიანთა შორის. ამასობაში facebooke-ზეც შევედი, იმის იმედით რომ იქ დამდეხვდებოდა რაიმე საინტერესო. რაც ჩვენს გარშემო ხდება ზუსტად იგივეა აქაც. პოლიტ სტატუსები და მისი გარჩევები უმეტეს წილად. ზოგჯერ სევდიანი სტატუსები, თუ გწამს ღმერთის like თუ არა და share. მოკლედ ყველაფერს წააწყდები ამ სოციალურ ქსელში. ერთი ახალი პოსტი ამომიგდო. ჩემი 600 facebook მეგობრიდან ერთი არატრადიციული ორიენტაციის აღმოჩნდა. ასე სააშკარაოზე გამოიტანა და დაიწერა რომ ის სასიყვარულო ურთიერთობაშია თავისივე სქესის ადამიანთან. ნუ რამდენად მართალია არ ვიცი, ზოგიერთ ადამიანს ისე მძაფრად აქვს საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოხვედრის სურვილი, ისე მძაფრად სურს მასზე თითი გაიშვირონ, უკან არაფერზე იხევს, ქუჩაში გამოვა და რუპორს იმასაც ჩაყვირებს, რომ ის დიდი ხანია აღარ არის ქალიშვილი. ეს იქით იყოს, მთავარია საზოგადოების დამოკიდებულება. მივადევნე თვალი ამ პოსტის კომენტარებს. ხალხის გარკვეული რაოდენობა ტაშს უკრავდა და იწონებდა იმ ფაქტს რომ მან ასე ხმამაღლა დააფიქსირა საკუთარი პოზიცია. ესეც ასე ამაყად ივლის ქუჩაში, რადგან ხალხის გარკვეული ნაწილის მხარდაჭერა აქვს. კი ბატონო მათ აქვთ გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ ამით სხვათა ინტერესები არ უნდა შელახონ. ერთი ადამიანის უფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი უფლება. ის ხალხი, ვინც ასე ერთხმად უკრავს ტაშს ამ ადამიანებს, საკუთარი პოზიციის ასე თამამად დაფიქსირებისთვის, ვფიქრობ განვითარებული ადამიანის იმიჯს უფრო ირგებენ. მომავალი დედა ვარ და მიფიქრია რას ვიზამდი ჩემი შვილი რომ მიეკუთვნებოდეს რომელიმე სექსუალურ უმცირესობას. ძალიან რთული იქნებოდა შეგუება, თუმცა შვილზე უარს არ ვიტყოდი, მივიღებდი მას ისეთად როგორიც იქნებოდა, ალბათ.
დროა უკვე დავიძინო, ხვალ სამსახურში უნდა წავიდე. როგორ მეზარება, ხვალ უნდა წავიდე, დავჯდე სამსახურში და ვისმინო ჩემი უფროსის წუწუნი იმის თაობაზე, რომ მისი მოსაწონი საგრანტო კონკურსები აღარ ცხადდება. ასე გადის დრო თვიდან-თვემდე. ჩემს ხელფასს უფრო პენსიას დავარქმევდი ვიდრე ხელფასს, არა და როგორი ენთუზიაზმით მივედი და როგორი შემართებით დავიწყე მუშაობა, როგორ მინდოდა მართლა გამეკეთებინა რამე, მომეხმარა ჩემი რესურსი უკეთესი შედეგის მისაღებად, მაგრამ რად გინდა, „ ეგრე არ არის!“, „შენ არ ხარ მართალი!“ „უკეთესი შენ მოიფიქრე!“ ასე ნელ-ნელა დავკარგე ხალისიც და სურვილიც. მივეჩვიე სიჩუმეს და პირში წყლის ჩაგუბებას, თუმცა, არც ეს მოწონს, მაგრამ არც ის მოსწონს ამბიციებს რომ ამჩნევს თანამშრომელს. ჭრელო პეპელა ვარ, არც გავფრინდე და არც მოვფრინდე ?

2.
დღეს გვიან გამოვედი სამსახურიდან და მეტროთი ვიმგზავრე. ვაკვირდებოდი ადამიანთა სახეებს. მაინტერესებდა, რამდენი დადიოდა მომღიმარი. თითქმის არც ერთი, დაღლილ-დაქანცული გამომეტყველებით მიმოდიოდნენ. ჩემი ახლობელი შემხვდა მეტროში, მოვიკითხე როგორ ხარ მეთქი, კარგადო მითხრა, არა და ზედ მიწევნით ვიცი მისი პრობლემები. 50 წლის კაცია, თავისი თავის გარდა კიდე 4 სული ყავს შესანახი, არა და მხოლოდ ეგ მუშაობს ოჯახში და ისიც არასტაბილურად. პროგრამისტია და პერიოდულად კერძო შეკვეთებს იღებს. ყველაფერი გაყიდეს სახლიდან რისი გაყიდვაც შეიძლებოდა. როგორ ვუთხრა ამ ადამიანს მომღიმარმა იარე მეთქი, ან კიდევ იმ ქალს, რომელიც ჩემს ქუჩაზე დგას ყოველ დილით დახლზე დალაგებული ხილ-ბოსტეულით და ვაჭრობს სიცივესა და ყინვაში, წვიმასა და თოვლში ერთი ლუკმა-პურისთვის. როგორ მივიდე და როგორ ვუთხრა ადამიანებს - „გაიღიმეთ ხალხნო, ცხოვრება მშვენიერია“. სულ ნუ გაიღიმებენ და იარონ მოღუშულებმა. გუშინ საღამოს 7 საათი იყო. ორი თანამშორმელი შემოვრჩით სამსახურში. უცებ კარი გაიღო და ერთი ხანში შესული ქალბატონი შემოვიდა, უფროსობას კითხულობდა, თუმცა არ იცოდა სად მოვიდა და რა ორგანიზაცია იყო. უფროსობა მხოლოდ ხვალ დილით იქნება 10 საათიდან მეთქი ვუთხარი, ამ ქალმა სამწუხაროდ მაგდენი დრო არ მაქვს 9 საათზე ჩემს შვილს გადასახმა უნდა გაუკეთდესო და იქნებ ვინმე მაინც იყოს ამ შენობაშიო, როგომე დამეხმაროსო. სამწუხაროდ არავინ არ არის ჩვენს გარდა მეთქი, მერე ავდექით და ამოვიღეთ ჩვენი საფულეებიდან 20-20 ლარი და მივეცით ამ ქალბატონს. ჩვენც მეტი არ გვქონდა. ქალმა მადლობა გადაგვიდიხა, გაგვიღიმა და წავიდა. რა თქმა უნდა მატერიალური კეთილდღეობა არ არის ერთადერთი ნათელი წერტილი, თუმცა დიდ როლს თამაშობს. ფულით ვერ იყიდი ყველაფერს, მაგრამ როცა არ აქვს ადამიანს საფიქრალი თუ რა უნდა აჭამოს თავის ორ პატარა შვილს დღეს, როცა არ უწევს თავისი შიმშილის მოთმენა იმის გამო რომ მისმა შვილებმა მშივრებმა არ დაიძინონ, უფრო კარგად იგრძნობს თავს.


3.
-ხვალ რომელზე ამთავრებ სამსახურს?
-რვისთვის, რა ხდება რო?
კახას ბიძაშვილის ცოლს მამა დაეღუპა, ხო და ხვალ პანაშვიდზე უნდა წავიდეთ, ასე რომ ადრე მოდი.
-აუ კაი დეე რა. რა მინდა მანდ.
-რას ჰქვია რა გინდა, ბიძაშენის ბიძაშვილის სიმამრი დაიღუპა, შენ ნათესავებს ახლობელი ადამიანი დაეღუპათ და არ უნდა მიუსამძიმრო ?
-ამ ფაქტს დიდად რომ არ განვიცდი, რამდენადაც საუკუნეში ერთხელ ვნახულობ ბიძაჩემს, მითუმეტეს მის ბიძაშვილს და იმის ცოლს ხომ საერთოდ და რაც შეეხება გარდაცვლილს, საერთოდ არანაირი ემოციური კავშირი არ გამაჩნია მასთან.
-მითუმეტეს, ასეთ დროსაც აღარ გინდა ნახო ადამიანები?
-ჩემს ცხოვრებაში მათი თითქმის არ არსებობა არანაირ ემოციურ დანაკლისს არ იწვევს და ყალბი იერით მანდ ყოფნას, მირჩევნია საერთოდ არ წამოვიდე, შენ და მამა წადით.
-მე მეცი პატივი და რომ გთხოვ გააკეთე.
ეს ისეთი არგუმენტი იყო, რომელსაც ვეღარ შევეწინააღმდეგე.
წავედი პანაშვიდზე. ვნახე საუკუნის უნახავი ნათესავები, გამოვიკითხეთ ერთმანეთის ავ-კარგი, მოვიგონეთ ძველი ამბები და წამოვედი. რა თქმა უნდა იქ იყვნენ ადამიანები, რომლებიც ჩემგან განსხვავებით გარდაცვალების ამბავსაც კითხულობდნენ და მწარედ დასტიროდნენ გარდაცვლილ ადამიანს. უკანა გზაზე წამოსვლისას დავფიქრდი ჩემს პანაშვიდზე. კრემაციის მომხრე ვარ, რამდენადაც არ მინდა ჩემი დასამარხი ადგილის გამოსანთავისუფლებლად ერთი ხე მოიჭრას. თუმცა მართმადიდებლური მოძღვრება შუა საუკუნეებში გაემიჯნა კრემაციას, როგორც გვამის ხელყოფას. კრემაცია მაინც მირჩევნია დამარხვას, რადგან კრემაციის დროს ადამიანის გვამები აღარ დაიკავებენ ტერიტორიებს და შესაძლებელი იქნება ბევრი ხისა და მცენარის დარგვა-გაშენება, ანუ სიცოცხლე სიკვდილის ნაცვლად. გარდა ამისა, ვფიქრობ კრემაციით უფრო მეტად იქნება ადამიანი ახლოს სამყაროსთან.
სიკვდილი არ მიმაჩნია როგორც რაიმეს დასასრული, ეს არის ახალ სამყაროში გასასვლელი კარი. სიკვდილი ეს არის ადამიანის მიერ მისი სასიცოცხლო რესურსის ამოწურვის შედეგი. ჩემს პანაშვიდზე მხოლოდ ის ხალხი მინდა იყოს ვინც მიცნობდა, ვისაც ვუყვარდი, არ მინდა ვინმემ იტიროს, არც ყვავილები მინდა, არ მინდა სამგლოვიარო გარემო სუფევდეს, რა თქმა უნდს ქელეხიც არ მინდა, რამდენადაც ჩემთვის სულ ერთია როგორ მომიგონებენ, სასმლის ჭიქით ხელში, თუ მის გარეშე. ქელეხის დანიშნულებაც მესმის. დაკრძალვის ცერემონია თითქმის მთელ დღეს მოიცავს, ამიტომ ის ადამიანები, რომლებმაც პატივი სცეს მიცვალებულს და მის გევრდით გაატარეს მთელი დღე, რა თქმა უნდა, მოიშიებულები იქნებიან და დაპურება არ აწყენდათ. ერთი ორი ჭიქის აწევაც შეიძლება მიცვალებულის მოსაგონრად.
ერთი ადგილი მიყვარს განსაკუთრებით, საქართველოს უსინათლოთა კავშირის საკუთრებაში არსებული ციხისძირის ტერიტორია. ეს ის ერთადერთი ადგილია, რომლის ბუნებაც მე მიქნის სიმყუდროვის შეგრძნებას. ციხისძირი ცნობილია თავისი სუბტროპიკული ზონით. ზღვის, მთისა და ტყის ჰაერი ერთმანეთს ერწყმის. ზღვის სანაპირო ზოლი მთა-კლდეებით არის გამოყოფილი, შესაბამისად შენობა-ნაგებობებიც ერთმანეთისგან საკმაო მანძილით არის დაშორებული და თითოეულ სასტუმროს თუ სახლს აქვს თავისი სანაპირო ზოლი, ამიტომაც ერთ სანაპირო ზოლში მხოლოდ ერთი სასტუმროსა თუ სახლის დამსვენებლები იყრიან თავს. შიგადაშიგ მობანაკე ტურისტებიც გამოერევიან ხოლმე, თუმცა მისი ბუნება მაინც იძლევა განმარტოების საშუალებას ზღვის სეზონის ყველაზე აქტიურ ფაზაშიც კი. ამიტომაც მიყვარს ეს ადგილი ასე განსაკუთრებით. ხო და სწორედ ამ ტერიტორიაზე მინდა ჩემი ფერფლის გაბნევა, რათა საუკუნოდ შევერწყა სამყაროს და სიმარტოვეს ერთად.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები