ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მიხაილ
ჟანრი: პოეზია
24 აგვისტო, 2016


მთვარის სონატა ბაზალეთზე

დაკრძალვის ღამეს, შავ-ბნელს, ქარიანს,
როს გაანათებს კბილები გვამის,
მაშინ მივუსხდეთ ჩვენ შავ როიალს,
ერთად დავუკრათ სონატა მთვარის.

ნოტებს მოახტი! ტბისკენ გაქანდი!
მეორეცა მაქვს - გვამებს ვეთხოვე.
ვიღაცა იტყვის, როს გამოივლის:
,,სასაფლაოზე უკრავს ბეთჰოვენს"...

შენი თვალები მიმზერის ისე,
როგორაც - ჩასაფრებული ქალის...
მთელ სასაფლაოს უკვე გადასწვდა
თვალები შენი, ხმა - როი-ალის...

ტბა ბაზალეთის, ოქროს აკვანით,
მკვლელ მზერას შენსას ირეკლავს წამით...
თანაც საფლავებს კი სიამოვნებთ,
მთვარის სონატა რომ ესმით ღამით...

ქარიან ღამეს, ღამეს მთვარიანს,
მომასვენებენ შენი თვალები...
შავ როიალთან შემციცინებენ
ჩემი მუზა და ლამაზმანები...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები