ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გაგა
ჟანრი: პოეზია
14 იანვარი, 2009


შევიპარები შენს ოთახში ღამით, ქურდულად,
რომ მაგიდიდან მოვიპარო შენი სურათი.
შენ გეძინება უდარდელი ბავშვური ძილით,
ლოგინში ტკბილად მონებივრეს,
ჩემსკენ, გვერდულად.
მარჯვენა კერტი შენს სუნთქვაზე აივლ-ჩაივლის
და როცა მნახავს გაბრაზებით აიზიდება.
თავს დაგადგები ამღვრეული სულით, გონებით,
სურვილით კოცნის, მოფერების, შერწყმის, შეხების,
მაგრამ კაცი ვარ და მოთოკვა ვიცი ვნებების,
გადაგაფარებ სანახევროდ გადახდილ საბანს
და ოთახიდან ფეხაკრეფით გავიპარები…
შენ გეძინება უდარდელი ბავშვური ძილით
და ამ საღამოს კიდევ ერთხელ დაგესიზმრები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები