ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ინი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
25 აგვისტო, 2016


თავდაყირა

"ეს იყო ძალიან დიდი სიყვარული.
იმდენად ამაღელვებელი,
რომ შეუძლებლია კარგად დამთავრებულიყო"
                        -კარლო


ყველაფერი ისე აეწყო,
როგორც უნდა მომხდარიყო.
თავს მაბეზრებს წარსულზე საუბრები.
ფეხებზემკიდია გოგო ვარ.
სხვა გზა არაა,
არც სხვა სურვილი.
შენ რა იცი ვინ მომიკვდა,
ან ვის მოვუკვდი.
რატომ მტკივა მეთქი,
რა მტკივა მეთქი,
სული მეხუთებოდა და არ ვიცოდი.
ჩემი ოკეანე,
როგორ ამოაშრეს. .

მერე დადგნენ ვიღაცები
და ხელებს მიქნევდნენ.
მერე ეგ ხელები ტოტებივით დავამტვრიე.
თავში გიხლიათ მომავალიც მეთქი,
ავდექი და პერსპექტივებს სახეში შევაფურთხე.
ოკეანე დამიშრა,
ჯანდაბამდე გზა გქონიათ მყრალო ჭაობებო მეთქი.
ყველა კარი გამოვიჯახუნე.
ახსნის თავი არ მქონდა,
უბრალოდ ასე იყო-
ჩანთა ჩავალაგე და წავედი.
ჩემი ვარსკვლავი ჩამიქრა,
ხელი ვერ შავაშველე,
ფეხებზე არ მკიდია თქვენი ცხოვრება?

აღარ ვეკარგტიპები ამ ყოფას,
ყოფა უკვე მიტირა. .

ასე უნდა ყოფილიყო,
გულზე უნდა დამეწვინა ჩემი ვარსკვლავი,
მაგრამ ჩამიქრა მეთქი,
ამომშრალია ყველა ოკეანე,
მე არც თუ ისე ნორმალური,
თქვენ-
თქვენ დავარცხნილი,
კისერში ჰალსტუხგაჭერილი იდიოტები. .

ტირილი არა,
სიცილი ვიცი,
ცრემლები იმას გავატანე,
ვინც მიყვარდა,
შენც ხომ იცნობ,
ისეთი იყო,
ღმერთივით. .
მერე ალბათ ათეისტი გახდა სიყვარულში-
თუ როგორც ხდება. .
სიცილი ვიცი მეთქი,
ისეთი
ისეთი
რა გული გაგიძლებთ. .

ყველა კარი გამოვიჯახუნე. .
მომავლისთვის,
ფარდის ფერის შესარჩევად
და პერსპექტივებისთვის არა მცალია,
ნურც ხელის თუ თითის ქნევით დამიწყებთ ლაპარაკს.
მარტივად რომ აგიხსნათ
არ მიყვარხართ
და თავში იხალეთ დედამიწა.
ვარსკვლავთან მივდივარ
და ცისკიბეს ვაშენებ,
არა მცალია. .

რა მოხდებოდა,
დიდხანს დაღამდეს,
დღისით ხომ არ ჩანან ვარსკვლავები. .

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები