ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რინა
ჟანრი: თარგმანი
27 აგვისტო, 2016


ლეშეკ

ჩემს მეგობარ ანტონს

- სულ მცირე, სულ ცოტა დაასხი. 
- კარგი რა,  ავავსებ პირამდე!       
  თარეშობს სურდო ყინვაში...         
- თავსაც ნუ ივიწყებ აგრეთვე.     

- დავლიოთ... ასი წლის წინ გნახე...
- სტყუი! ერთი წელიც არ არის,
  სიმართლე გითხრა, ხარ თავხედი,
  თუმც პოეტი ღრმადმსმელი ერის!     

- ტყეში ყინავს ოცდახუთამდე...
- ჰო-და,  კიდევ ერთი მიზეზი! 
- როგორ არ ავავსო პირამდე?
  გადაჰკრავ - იღვიძებს ჭაბუკი!

-  ასე ვინ ჭრის? თავი აართვი!
სულერთია -  ეს პურ-მარილი...
- არც იყოს ვიწრო, და არც - ვრცელი,       
შეგვერგოს. - წაველ - დალოცვილი!

რასაც ჩაზძახებ - მას ამოგძახებს, 
რაც რომ ერია -  პოეტიც ის ჰყავს.




Другу Антонию

-Плесни на донышко..чуть-чуть.
-Да ладно, в край,ведь ты с мороза!
Кругом сопливая угроза...
-Ты и себя не позабудь.

-Давай..Не виделись сто лет..
-Да ладно врать! не больше года,
Ты просто сволочь, хоть поэт
глубокопьющего народа!

-Мороз в лесу под двадцать пять...
-Ну вот,еще нашелся повод!
-А как ее не наливать?
Махнешь - и вроде снова молод!

-Ну кто так режет?- Схлопни пасть!
Какая разница-закуска...
-Чтоб нам не широко-не узко,
А в самый раз. -Ну, понеслась!

Каков вопрос-таков ответ
Каков народ-таков поэт.

© Copyright: Лешек, 2004



--------2--------

გაცრილი

მოგესალმებით. არ მიყვარს ჩემსმიერ დაწერილზე და ნათარგმნზე საუბარი,  განხილვა, მაგრამ რას ვიზამთ, მივირთვათ „паллитра’’ და „три по ноль пять мосокомского разлива’’, უფრო კონკრეტულად კი, ჭაჭის არაყს „კათხა ნატახტრის ჩამოსხმა’’ დავაყოლოთ და ვისაუბროთ, ბატონებო, საკითხებზე, რომელიც მკითხველს აწუხებს: ქართულ თარგმანში დავტოვე სოკოს დასახელება რუსულად, ვთვლი, რომ ასე შენარჩუნდა რუსული ხალხური მაგიდის მხატვრული სახე, აზრი არ იკარგება, ვინაიდან მითითებულია, რომ სოკოებზეა საუბარი, მკითხველმა რომ არ წარმოიდგინოს რომელიმე სხვა ქვეყანა  შემდეგ ხომ სიტყვა „narrative’’-ა, ამის თარგმნა კი საერთოდ მიუღებლად მიმაჩნია. თუმცა  ალბათ ჯერ ის უნდა მეთქვა, რომ ლეშეკი საკმაოდ განათლებული პიროვნებაა იმისათვის, რომ „ქუჩის პაეტად’’ მოვიხსენიოთ... (ლეშეკ ლეშეკოვიჩ(ი) დაიბადა 1968 წელს, დაამთავრა სკოლა, სამხედრო ბილეთის მიხედვით - სამხედრო ფერშალი, შემდგომ დაამთავრა უმაღლესი სასწავლებლების  სამედიცინო, სამშენებლო, ეკონომიური ფაკულტეტები. მოღვაწეობს  ქ. მოსკოვში. https://www.youtube.com/watch?v=keYFKh4qNk4) ლექსი ,,გაცრილი’’ კი ამის თვალნათელი მაგალითია, ახლობელთან წერილის ფორმით შესრულებული ლექსი ყურადრებას საჭიროებს, ვინაიდან ავტორი თავისი და წერილის ადრესანტის, მათთვის, ორისთვის გასაგებ თემებზე საუბრობს, ამიტომ წინადადებები არ არის ბოლომდე გავრცობილი და დასრულებული. ვის მიმართავს? მეგობარს? ან სულაც, ძმას? ერთი კი ნათელია, ის - მამაკაცია, რადგან კაცუცურ სუფრას სთავაზობს არყით, მწნილით და გულრწფელი საუბრით, რაზე? იმაზე რაც სტკივათ, რაც შეიძლება სტკიოდეს ნებისმიერ მოქალაქეს და შეყვრებულს თავის  ქვეყანაზე ადამიანს, სადაც არ უნდა ცხოვრობდეს ის... მიუხედავად მანძილისა, ერთ სადარდებელს ატარებენ ნაწარმოების პერსონაჟები... ისინი ჩვენი დროის გმირები არიან, და თავიდან ზუსტადაც, რომ ქვეყნის უახლოეს ისტორიულ მონაკვეთს იხსენებენ, გასაგებია ქაოსში დაბადებული სურვილი რწმენის მეფის, თუ ღმერთის. საბოლოოდ ღმერთი უდაოდ იკვეთება, როგორც კაცობრიობის თანმდევი ჭეშმარიტება...  და ამასობაში, ორ კაცზე გაშლილი სუფრა, სამჯერ დასხმული ლუდის შემდეგ, როგორც წესია, გადაიზარდება თავყრილობაში: პირადი - განზოგადდა... ანუ, იხატება სურათი რუსული ტავერნის, ისეთი როგორიც ხის დაფაზე ამოტიფრულმა ხელოვნებამ შემოინახა, თითქოსდა მხიარული ერთი შეხედვით, მაგრამ თავისი დარდით, და აქვე სიმბოლურ სამს ,,0-5’’ რიცხვებამდე მივყევართ, თუმცა 0-5 არამარტო ლუდის კათხას გვაგონებს, იშლება ისტორია, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, რუსეთისთვის (ძველისთვის თუ ახალისათვის) ციფრ - 5 საინტერესო დატვირთვა აქვს,  ყველა თარიღის ჩამოთვლა მეძნელება, თუმცა ზოგიერთს მაინც  გავიხსენებ: ეს 955 - კნიაგინია ოლგას ნათლობაა,  წარმატებული ვლადიმირ მონომახის ბრძოლაა 1103,1203 კიევის აოხრება და  პოლიტიკური სიძლიერეს დაკარგვა, 1380 - ბრძოლა კულიკოვაზე და მამაიას დამარცხება, პირველი წიგნი იბეჭდება მოსკოვში - 1563, 1505- ივან III - ეს სიკვდილი,  1533 - ივან მრისხანის მეფობის დასაწყისი , 1593 - რუსეთის საპატრიარქოს დაარსება, ბორის გოდუნოვის მეფობა 1598-1605, 1603 -  შიმშილობის გამო გამოწვეული აჯანყება, 1605 – 1606 ცრუ დმიტრის მეფობა, 1653 პატრიარქ ნიკონის რეფორმა, რუსულ ეკლესიაში განხეთქილება, 1670 - კაზაკ-გლეხთა აჯანყება სტეპან რაზინის მეთაურობით, 1682 - 1725 - პეტრე პირველის მმართველობის წლები, 1700 - გადასვლა ახალ წელთაღრიცხვაზე ქრისტეს შობიდან, რასაც კრემლში ვაიას (ყვავილობის) კვირის ცერემონიის ჩატარების აკრძალვა უძღვოდა წინ,  1705 - საზღვაო პოლკის და რეგულარული არმიის შექმნა,  1705 – 1707 წლებში აჯანყებების რიგი, 1755 - მოსკოვის  უნივერსიტეტის დაარსება,  1805 - აუსტერლიცის მარცხი,  1905 - რუსეთის პირველი რევოლუცია, 1924 – 1953 სტალინის  მმართველობის  წლები, თავისი კარგი, ცუდი და სამარცხვინო ისტორიული მოვლენებით, 1945 - გერმანიის კაპიტულიაცია,  1985 - ,,პერესტროიკის’’ (გარდაქმნის) დასაწყისი, გორბაჩოვის მოსვლა ხელისუფლებაში, 1995 - დეპუტატების არჩევნები გოს. დუმაში, მემარჯვენეების გამარჯვება, 1993 -  მოსკოვში შეიარაღებული შეტაკება სამთავრობო ძალებსა და უზენაესი საბჭოთა რსფსრ-ის დამცველებს  შორის,  რუსეთის ორთავიანი არწივის გერბის დაბრუნება. 2005 - შეთანხმება რუსეთ - ჩინეთის საზღვრების თაობაზე, საიდანაც ოდეზღაც გვიმრა, მწვანე ფოთლები და ყვავილები მოჰქონდათ ძველ რუსეთში რელიგიური დღის დასამშვენებლად.  ერთი ისტორიული მონაკვეთი ცვლის მეორეს, მხოლოდ რუსული ქოხები რჩება უცვლელი პირვანდელი სახით. ეს კი კარგია, თუ ცუდი მკითხველმა თავად უნდა გადაწყვიტოს...


გაცრილი
(ითარგმნა 2016-04-28)


…რომ ჩამოხვიდე, აზრს ჩასწვდი... ...პირველ სირჩას გადავკრავთ უხმოდ, ჩანგალზე მჟავე გრუზდს წამოვაგებთ, მერე სიჩუმის კულაბას გავტეხთ - (მარტივია ეს narrative), საუბარი გაზაფხულის წყალივით თვითდინებით წავა: ერთი რომ იჯდა, სხვა მსახურობდა, როცა ქვეყანა იფლითებოდა და ნამსხვრევების ტკრციალი იდგა... ერთი გარბოდა. მეორე - თვითნებურად ტოვებდა სამსახურს, მესამეს კი უცხო ნაპირი ერგო...  არ არის ტკბილი... მარტივად რომ ვთქვათ - რწმენაა  საჭირო ღმერთის... და მეფის... არ არის მეფე, (და, ალბათ, მე ის სრულიად არა მჭირდება), ღმერთი კი - კედელზე ხატად, ღუმლის კვამლად, შემოდგომის სიგრილედ, გამჭვირვალე ცად, წვიმის წვეთებად... და ნებისმიერ საყოფაცხოვრებო წვრილმანშია... მარტივია საუბარი, სადღეგრძელოც ჟღერს გულუპრყვილოდ, დაწერილია გუშინდელი ყველა ფურცელი, ტყე გვპირდება სოკოს, ჩარექიანში ბრიალებს წინწანაქარი  - (სულ ცოტა კიდევ,  გავსინჯოთ - ეს ხომ წმინდაა!)... კამათობენ და ითხოვენ ყმაწვილკაცები: სწრაფად,  ჟიპიტაური „ვაშლის’’ მოიტა.
...ხრალი? ხრალი... მაგრამ, რაც არ უნდა თქვა - აქ განუყოფელი ბატონობს ციფრი ,,სამი’’, ციფრი ,,ნული - ხუთი’’, სიტყვები - ,,სოკოები’’, ,,კართოფილი ’’, ,,მომაწევინე ’’, ,,ცოტაც ჩამოასხი ’’, ,,წადით უკან-ნალში!’’, ,,შენი დედაც!’’ ...და - სწორ ხაზზე ხრალი - მაცალე მოწევა...
(ცხვირს ჭმუხნის ესთეტი და ფილოლოგი - ჰიგიენა არც იყო და  არც არის, ოხ, ეს რუსეთი - ერთიანი ანაქრონიზმი, ბარბერინიზმი, ალკოჰოლიზმი)...
არ მეშინია... რა ჩემი ბრალია ის, რომ რუსული სისხლით საკმარისად  გადაუხდიათ,.. ამ საუკუნით, მე ვით  ზამბარა ვარ მოკუმშული, აქ  მილიონობით დაღუპული წევს დაწყებული  პეტრედან, კობა ჯუღაშვილამდე... იტყვიან: ,,ეი, ფეხოსნებო! გავიმარჯვეთ! მონები არ ვართ!..’’ რა თქმა უნდა, მონები დუმან... ჩვენ გავიმარჯვეთ? გავიმარჯვეთ ჩვენ?! მაგადანიდან  კოლიმამდე,.. ამის დედაც,.. ვამბობდი, მოსკოვიდან, ქვეყნის შორეულ წერტილებამდე, ხალხმა იყუჩა. ღმერთიც უჩუმრად გვიმზერს...
...კაინო, ნუთუ, პური შენი გამტკიცული სულაც არ არის მძაღე?..
თამბაქო, ჭიქა,.. ჩვეულებრივი რუსული შხამი... და რა ხანია, კრემლში ვაიას, ყვავილობის (გვიმრის) კვირა არ აუღნიშნავთ, ბზობა სამასი წელი არავის ახსოვს,.. მხოლოდ და მხოლოდ  დგას ქოხები გაშავებული, როგორც რუსული მოაიები.


Ситное


...а приезжал бы,... улови мотив:....  по первой рюмке молча пропустив,  схватив груздя соленого на вилку, мы разобьем молчания копилку – (тут незамысловатый narrative),  польется речь, как вешняя вода, один сидел, другой служил, когда, рвалась страна и чиркали осколки... Один в бега. Другому –  самоволку, а третьему – чужие берега...что ж так несладко...проще говоря, покрепче б веры в бога...и царя...второго - нет. (он вряд ли нужен мне...) а Господи - иконой на стене,дымком печи, осеннею прохладой, прозрачным небом, дождевой водой...и всякою домашней ерундой.., Слова просты,  бесхитростны тосты,  вчерашние исписаны листы,  лес обещает грузди и опята, в  половнике пылает самогон – (совсем чуть-чуть, ведь проба – это свято!)....ругаются и требуют ребята – давай скорее  «яблочный» погон...
...Лубок? Лубок...но, что не говори – тут безраздельно правит цифра «три», число «ноль-пять»,  слова- «грибы»,  «картошка»,  «дай докурю»,  «плесни-ка нам немножко»,  «идите в жопу!»  «матьтвоюитить!»  ...и – лыко в строку – дай-ка докурить...
(Наморщит нос филолог и эстет – мол, гигиены не было и нет, вся это русь – сплошной анахронизм, барберианство и алкоголизм)...
Я не боюсь...да в чем моя вина, что русской кровью плачено сполна,... я этим веком, как пружина, сжат, здесь миллионы павшие лежат, здесь, от Петра, до Кобы Джугашвили...мне скажут: «Эй, пехота!, победили! Мы не рабы!...» ну, да, рабы немы...мы победили? Победили мы?! От Магадана и до Колымы, блять, от Москвы до самых до окраин, народ безмолвствует, а Господи молчит... ...как хлеб твой ситный, Каин, не горчит?....
Табак, стакан,...привычный русский яд... нет триста лет в кремле недели Ваийи...лишь избы почерневшие стоят, как русские безмолвные моайи...

© Copyright: Лешек, 2010


--------3--------


ამინდისმიღმა


ჩარექიანები ავავსოთ არყით, და შეუდგეთ კითხვას. მინდა მკითხველის ყურადღება სიტყვა „паллитра’’-ზე გავამახვილო, რომელიც მხატრულ პალიტრას უფრო გვაგონებს, ამ ჯერად სპირტის შემცავ სასმელს, არაყს, ან არყის მაგვარ სითხეს გულისხმობს, ეს ჩვეულებრივი რუსული „ბრაგაც’’, „სამოგონიც’’(თვითნახადი) (და ასე შემდეგ) შეიძლება იყოს, რაც შეეხება „пал-литра’’ - აი ეს კი მართლაც ნებისმიერი სითხის ნახევარ ლიტრის  საზომად ითვლება დაწყებული არყით და დამთავრებული წყლით... ხანგრძლივი უამინდობა და შმორის სუნი, რათქმაუნდა არც ისე სასიამოვნო მოგონებებს აღვიძებს... და ამ მდგომარეობას, სრული უფლება მაქვს, ქოლერა ქართულადაც უწოდო, ვინაიდან პოეტი ისეთ ვითარებას ახწერს რაც ინდივიდუალურ პიროვნების მეხსიერებაში მიძინებულ, მოგონებას ისევ და ისევ, ავი, განუკურნებელი სენივით თან სდევს, და როგორც კი მეხსიერებას „მძიმე ტექნიკა’’ უტევს, მაშინვე ლიტერატურული გმირი შველას სასმელში ეძებს, ქართულად ორი ჩარექი დავლიოთო ასე ამბობენ, როდესაც დარდის გაქარწყლებაზე დგება საქქმე.  ეს ის შემთხვევაა, როდესაც  გარშემო არსებული რეალობის წინაშე ჯანყდება სული, მოგონებები ძალზე მტკივნეულია... პაპიროს უწოდებთ, თუ სიგარეტს იმ გაბოლებულ საშუალებას, რომლითაც გმირი ნერვებს იმშვიდებს, გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს. თუმცა ამაოა მცდელობა, სასოწარკვეთილება სიტყვებად იღვრება ფურცელზე, ვინაიდან პოეტთან გვაქს საქმე. მაგრამ არც ეს არის საშველი, ვინაიდან არც ისე ადვილი ყოფილა სიტყვების, ანუ აზრის ფურცელზე გადატანა... მიდის იმ დასკვნამდე, რომ გასროლა, უფრო მარტივად შესაძლებელია, ვიდრე დაწერა... თუმცა ერთი ზუსტი წინადება, მთელ სურათს ხატავს, მოწინააღმდეგის საბრძოლო მანქანას ის სულელ - ფარავანს უწოდებს, „შეხედე, როგორ ფართხალებს, ქერცლფრთიანი, ქერცლი სცვივა ნაზი ფრთებიდან’’... აქ უნებლიედ, პასტერნაკის ლექსთან ხდება ასოციაცია ,,სანთელი იწთავოდა...’’ და ექიმი ჟივაგოს ვიხსენებთ, დიდი დრო გავიდა, თუმცა დროში დაკარგული და სულიერი ტკივილით დაქანცული უკვე სხვა ლიტერატურული გმირის თავის მართლებას  ვისმენთ: „ღმერთმა შეუნდოს... რად მიშლიდა ჯადოსნურ სუფრას?..’’,- რაშიც მოწინაარმდეგის ნასროლს გულისხმობს.  ამ ყველაფრის ამოთქმა კი ძალზედ ძნელია: „თითქოს და სიტყვას ცოცხალს ვუყრი მე  ყუნწში ნემსის...’’ - ნემსის ყუწში გასვლა  კი გარდაცვალებას უდრის, ეს არ გულისხმობს მხოლოდ ფიზიკურ სიკვდილს, ანუ გადასვლაა სულის სხვა მდგომარეობაში, ფერისცვალება. პაუზის შემდეგ სულიერი ტკივილი ფიზიკურ ტკივილს აღვიძებს... ჭრილობა ახსენებს თავსაც და გარდაცვლილ მეგობარსაც, ვის ტკივილსაც უსასრულოდ განიცდის და ითავისებს. ამიტომაც ეწოდება ნაწარმოებს „ამინდისმიღმა’’, ანუ ბუნების საწინააღმდეგოდ... ადაამიანი ხომ მკვლელად არ არის შექმნილი...


ამინდისმიღმა
(ითარგმნა  2016 – 07 - 10)


...მესამე დღეა რაც რომ ცრის... რა ქოლერაა! დგას სინესტის, შმორის, სიდამპლის სუნი...  „მერიკანინ’’!  ორი ჩარექი არის  საზომი სულის და წუთისოფლის შემორიგების... ერთს შეუკურთხავ, ნახევარ ჭიქას გადაჰკრავ სწრაფად, სიგარეტი აბოლდება ტუჩებსშორის... და ფურცლებიდან, ბაბუაწვერის ბუსუსებივით, სიტყბები უხმოდ აფრინდებიან... გინდ შეუბერე სული, და  გინდაც არა - სულერთია, ვერ დალურსმავ და ვერ დააწებებ... გაგრძელდებიან, ვით შემოდგომით ბატების გუნდი... ან და ნემსზე აბმული ძაფი, თუმცა კი ყუნწი ნემსის ძალზედ ვიწროა - ვერ გაეტევა  მასში ვერც აქლემი, და ვერც ეს სტრიქონი... (სწრაფმსროლელია მხოლოდ „ტუნგუსკა*’’ )... საფანტი იშლება მინაზე უჭკო-ფარვანის. ღმერთმა შეუნდოს... რად მიშლიდა ჯადოსნურ სუფრას?.. (შეხედე, როგორ ფართხალებს, ქერცლფრთიანი, ქერცლი სცვივა ნაზი ფრთებიდან)... თითქოს და სიტყვას ცოცხალს ვუყრი მე  ყუნწში ნემსის...
... უეცრად წიწკვნას იწყებს იარა ფერდთან  დანით მოყენებული.  ბორკას - ნამსხვრევით...

*საფჭოთა და რუსეთის საზენიტო საარტილერიო (საზარბაზნო) - სარაკეტო  სისტემა


внепогодное


...Третий день моросит...вот холера! пахнет сыростью, прелью, гнильем..."Мериканин"! поллитра есть мера примиренья души с бытием...матернешься, махнешь пол-стакана, задымишь папироской у рта... а слова, как пушок одувана, улетают бесшумно с листа...тут дыши, не дыши -все без толку, не удержат ни гвозди, ни клей...потянулись, как нить за иголкой, как осенняя стая гусей.... только ухо игольное узко - ни верблюд не пройдет, ни строка...(скорострельнее только "тунгуска" - дробь в стекло дурака-мотылька)...ну и бог с ним... чего мне накрыла самобранная скатерть стола?...(ишь, как бьется, чешуйчатокрылый, осыпая чешуйки с крыла)....отпустив это слово живое, словно в ухо иголочное.............
.......вдруг заноет в боку ножевое. А у Борьки - осколочное.......

© Copyright: Лешек, 2009


---------4--------


მწვანე სინათლე


სიკვდილ - ციცოცხლის  თემაზე ბევრიც უფიქრიათ და  ბევრიც დაუწერიათ, აქ სიახლის თქმქა მართლაც რომ ძნელია, თუმცა მგონია, რომ ჯარის კაცები და ექიმები მას  სხვა პროფესიის ადამიანებისგან განსხვავებულად აღიქვამენ. ლეშეკის მიერ აღწერილი სიცოცხლე თავისი საქმიანი ფუსფუსით არსებულ  ფიზიკის კანონებზე დაყრდნობილი  ბუნებრიობაა, რაც გარდაუვალ სიკვდილს აღიარებს. ადამიანის სიცოცხლეს ანთებულ ნათურას ადარებს, და  რა თქმა უნდა ის  ერთხელაც გადაიწვება. როგორც II თავში ავღნიშნე, ლეშეკი ხშირად, „ნემსის ყუწში გასვლაში’’ გარდაცვალებას გულისხმობს, ანუ ხდება გვირაბის ასოციაა,  გადასვლა სულის სხვა მდგომარეობაში. რისთვისაც ვითომ  ვემზადებით კიდეც, დიდი იმედი გვაქვს იმქვეყნიური სიმშვიდის... თუმცა დასაწყისში ნათქვამი ორი სიტყვა განცდას უცოდინრობის, მარტოობის, სამყაროს კანონებთან უძლურების სევდას აღვივებს და მარადიულ წყვდიადში ითრევს პერსონაჟს, სიკვდილს მოუმზადებელი ხვდება ადამიანი, რაოდენ ბევრიც არ ემზადებოდეს მის დასახვედრად, ვინაიდან სანამ „მწვანე  სინათლე’’ კრთის ჩვენში, ჩვენ ცოცხლები ვართ ჩვენს წყვდიადში... და რაოდენ შემზარავიც არ უნდა იყოს აზრი, ერთადერთი ჭეშმარიტება იმაში მდგომარეობს, რომ - ბეწვზე ჰკიდია ჩვენი სიცოცხლე... 



მწვანე სინათლე
(ითარგმნა  2016 – 07 - 07)


სრული წყვდიადი. მხოლოდ სარკმელში ციმციმებს შუქი, მწვანე სინათლე... (ჩარჩო სიცივეს სულ გაუჟღენთავს). ვოლფრამის ძაფი კრთის  - ცოტაც  და გადაიწვება... ყოველს თავისი დრო დაუდგება, ის კი - სუსტია,  და ვერც ბამბაში ვერ გავეხვევი, აზრი მითხარი?  კილოვატები უჩუმრად იფერფლებიან... თამბაქოს ბოლი ჭერს შეჰფენია. ჰო-და იშლება ცის იკანკლედი - ჩაყვინთე, ვით რძის მორევში სწრაფად,.. ხეირიანად ვერ ასწრებ ლოცვას - რომ გაიელვებ თვით ნემსის ყუნწში... იმ იმედით, რომ იქ, უთუოდ, ჩაგეთვლება... და გეპატიება...


зеленый свет


Темно совсем. Но свет в окне горит, зеленый свет. ….(насквозь промерзла рама). Подрагивает ниточка вольфрама –придет черед-она перегорит...всему свой срок. Она, увы –хрупка, что толку заворачиваться в вату? бесшумно выгорают киловатты….табачный дым висит у потолка… И млечный путь – ныряй, как в молоко,… не успевая толком помолиться –рванешься сквозь игольное ушко…надеясь, что зачтется…и простится.

© Copyright: Лешек, 2008


--------5-------


დამელოდე სიამოვნებით


რა არის ჩვენი სიცოცხლე ამაღლებული გრძნობის გარეშე? ზუსტადაც სიყვარულის. ასე უწოდებენ ადამიანები... მითუმეტეს ხელოვანი წარმოუდგენელია  მამოძრავებელი ძალის, სიყვარულის გარეშე. ამ ლექსის პერსონჟიც შეყვარებულია, ეს ძლიერი  ორმხრივი გრძნობაა, მაგრამ ორი არც ისე ბედნიერი ადამიანის ისტორიაა... რატომ? იმიტომ რომ მარტო აღტაცება და ლტოლვა არ არის საკმარისი, ყოველდღიური ყოფა-ცხოვრება თავის კანონებით არსებობას აწესებს. ამიტომაც ისეც ხდება, რომ ორ განსხვავებული ცხოვრებისეული ფასეულობების მქონე ადამიანს  ერთად ცხოვრება აუტანელ ტანჯვად ექცევათ,  ლიტერატურული გმირი არჩევანს მარტო ცხოვრებაზე აკეთებს: „მტკივნეულია ტყავის გარეშე ყოფნა, სამაგიეროდ მხოლოდ და მხოლოდ მე ვარ.’’ არ შეუძლიათ ამ ადამიანებს კომპრომისზე წასვლა...  მართებულია მათი ქმედება,  თუ არასწორი ისინი თავის პრინციპებს ვერ ღალატობენ, ირჩევენ იმ ცხოვრებას, რომელშიც არსებობენ, სხვაგვარად არ ძალუძთ...             


დამელოდე სიამოვნებით
(ითარგმნა  2016 – 05 - 31)


დამელოდე სიამოვნებით 
(თუმცა, ვერ წარმომიდგენია 
ეს როგორ...)                         
მოეხსნას კმაყოფა...           
დეკემბერმა                     
ნოემბერს           
უბრძანა.                       
ორჯერ - დილით და საღამოს...
ტყვიამფრქვევის ლენტის მსგავსი... 
ნაკვალევი სადგურამდე
(ნაცნობ ყორანს თავის ქნევით ვესალმები) 
ნაბიჯ-ნაბიჯ,                                     
ერთი - ორი.                                           
ერთი ათას ცხრაას ოცი  -
ერთ მხარეს.                         
და ასევე: პლატფორმაზე
მზად ვარ სირბილისთვის,
მაგრამ, არ მაქვს
მე  ბოტები...
ზამთრის.   
თუ სურვილი არ გაქვს ძილთან ბრძოლოლის -
ნუ იბრძოლებ.
დაიძინე.
რვამდე.
ჩემთვის კი არ შეიძლებაააა...
ვდგები.
ჩაი. ნახევარი ორცხობილა.
წვნიანი - უთუოდ წვნიანი
და ბოლი
იაფი სიგარეტის 
ფანჯრის ჩარჩოს ღიოებში
სინათლეს რომ მისდევს,
მოპატიჟე
მოტკბო რეკლამების ნაცვლად.                 
მტკივნეულია ტყავის გარეშე ყოფნა, 
სამაგიეროდ
მხოლოდ და მხოლოდ
მე ვარ.                 
ქოფაკი და პალტო...
თუ შესძლებ  - ჩამოსვლას
და დუმილს - დუმილს,
საჭმლის კეთებას და კვლავ დუმილს?
მე - უხმოდ ვერ გავძლებ. 
გამოგართმევ ხელიდან ნივთებს,
შევიგინები -
ელექტრო ცოცხივით
დავტრიალდები
სახლში...
შენ კი იჯექი და მიყურე.
გსურს სიმღერის მღერა?
არშეიძლება. შენ ვერ შესძლებ.
მე ვერ შევძლებ.
ვე-რა-ვინ.


жди с удовольствием...

жди с удовольствием...
(правда, не представляю,
как это..)
снят с довольствия...
издал декабрь
ноябрю
указ.
Пулеметной лентой следы до станции.
Два раза - утром и вечером...
(кивну знакомому вОрону)
шаг - в ногу,
раз - раз.
одна тысяча девятьсот двадцать шагов-
в одну сторону.
и еще: по платформе
бежать готов
только нет
ботов...
зимних.
Не хочешь бороться со сном -
не борись.
спи.
до восьми.
а мне нельзяяяя....
подъем.
чай. пол-сухаря.
супу - обязательно супу и дыму
пустить в свет
проема оконных рам,
от папирос дешевых,
вместо слащавых
зазывальных реклам.
больно без кожи...
зато
теперь только я.
пес и пальто...
а сможешь-приехать
и молчать-молчать,
готовить и опять молчать?
я -не сумею молчком
отниму все,
матернусь -
закручусь
электрическим веником
по домУ...
а тебе сидеть и смотреть.
хочешь песни петь?
Нельзя. Тебе не суметь.
мне не суметь.
ни-ко-му.

© Copyright: Лешек, 2006



--------6-------

დაგვიანებული ჩანართი

(ითარგმნა  2016 – 26  – 11)

ბორ, ეს ციკლის შუა...
... პორუჩიკი მკვდარია. როგორც კი პირში შეიგრძნო საფანტის გემო, წამში დაკარგა გონება, კეფა. მაპატიეთ, მონ ანჟ, (ბოთლი თითქმის ცარიელია, ბუნებრივია, არა  რძის ბოთლი)... ამიტომაც - ჩემი სტრიქონი მიფრინავს, საით მიფრინავს? მარლაც,  არ ვიცი... რა საზიზღარი საწამლავია - რა ვქნა? ქარხნულის ყიდვა კვლავ ვამჯობინე, რადგან არ ჰქონდათ მათ თვითნახადი...  ანტონი ისევ მოკითხვას გითვლის, ის სიხარულით ხდის  არაყს ქლიავის... და რომ იცოდე, ანტონის  ჟიპიტაური - მართლაც კარგი რამ არის, ბანალურად ჟღერს, მაგრამ, ბორ, ჭეშმარიტება ხომ  თვით ღვინოშია...

...პორუჩიკი მკვდარია... კმარა. და რა ამით?.. მას უკვე... რჩება სახელი - დრო კი - აგერ: ფეიერვერკების სროლა, და  ბაგინეთების ბრწყინვალება (და ასევე მიმოწერა ორი პოეტის), სისხლის გუბეში ისმის  ხრიალი კაზაკის.  (ისევ ბანალურია...  პწკარი უხამსი.)
…პორუჩიკი მკვდარია. პროზექტურაში არის მისი ადგილი, თუმცა არ არის გამორიცხული, ის დარჩეს ყვავებს... (ორთავიანებს? თუ სხვა გვირგვინოსნებს?.. ვერც ერთს და ვერც მეორეს... ვერას მოჰკითხავ, ამ სულელ ჩიტებს ვერაფერს მოსთხოვ - მათ არ იციან არც  წესდებები და არც საზღვრები)... უმალ როგორც კი მცველებს საიქიოს  გაისტუმრებენ, (მითხარ ოღონდაც, ან ერთნი, ან მეორენი იცავდნენ რამეს?)... გაბოლილ ტაატებს გაწმენდენ უმალ,.. ვცდები... ფუზეებს. დაე გაიქცეს მტერი!.. და მაშინვე მკვდრებს წააცლიან ფეხიდან  ჩექმებს... (ჰო, უპირველესად ჩექმებს... მიცვალებულებს. ყოველივე ისეა, როგორც ყოველთვის... არ არის საჭირო მაღალფარდოვანი სიტყვათაკონა).
ვივატ, მონ ანჟ! ვიქტორია! ვაშა! დიდებაააა (თუმცა ღმერთი...) -  ყველას მოუვა დრო - პასუხისგების, და არა საითკენ - და არც საიდან,.. არამედ წმინდანი, არამედ თაღლითი, არამედ იუდა... ეეეჰ, რა  პოლტავა - რა ჯელალაბადი...
..........სამად სამ სიტყვას გკითხავენ...
.................................................................სადაა შენი ძმა...



Позднейшая вставка


Борь, это в середину цикла...

...Поручик мёртв. Глотнувши ртом картечь, лишился в раз рассудка... и затылка. Прости, мон анж...(почти пуста бутылка, естественно, отнюдь, не молока)... А посему – летит моя строка...куда летит? Я сам не знаю, право...какая же отвратная отрава-купил казённой. (Самогону нет)... Антоний передал тебе привет, и гонит радостно сливовую... и кстати, сливовая Антония – вполне...банально, Борь, но истина в вине.

...Поручик мёртв...да полно, что с того?...ему уже...всё фио – лето - во: удар петарды, блески багинетов, (а также переписка двух поэтов), и хрипы в луже крови казака(Опять банально..Пошлая строка)
...Поручик мертв. В прозектора ему, скорей всего, достанутся вороны..(двуглавые? Или иной короны?...и той, и этой...,что взять с глупых птиц - не признают уставов и границ)....Отправив в рай защитников, (скажи, и те и эти, что-то защищали?)...почистят закопченные пищали,... ах, нет...фузеи. Пусть бегут враги!... и стянут с ног убитых сапоги... (нет, сапоги первее... с мертвецов. Всё как всегда... Не надо громких слов)

Виват, мон анж! Виктория! Урааааа....(хотя годи) - для всех придет пора – ответствовать, и не куда - откуда,...не кто святой, кто шельма , кто иуда...Аааа, что Полтава,- что Джелалабад...
..........Всего три слова спросят...............
..................................где твой брат...

==========================================================================================================
*МОН АНЖ  -  mon ange. Ангел мой. Типичное фамильярное обращение .

** Бытие

4:9. И сказал Господь [Бог] Каину: где Авель, брат твой?
Он сказал: не знаю; разве я сторож брату моему?
და ჰკითხა უფალმა კაენს: „სად არის შენი ძმა აბელი?”
და უპასუხა მან: „არ ვიცი. განა მე ჩემი ძმის დარაჯი ვარ?”


4:10. И сказал [Господь]: что ты сделал?
голос крови брата твоего вопиет ко Мне от земли;
და უთხრა უფალმა:„ეს რა ჰქენი?
შენი ძმის სისხლი მიწიდან შემომღაღადებს.



და ბოლოს: იკითხეთ ლეშეკი...













კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები