ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიგო
ჟანრი: პროზა
30 აგვისტო, 2016


Sorry sir, I no understand you… (ეტიუდი - სატირა)

- რა დიდებული დღეა დღეს. - გაიფიქრა და 1955 წლის გამოშვებით დათარიღებული კონიაკი, ბოთლიდანვე შესვა. ჯერ მარჯვნივ ჩაიგუბა, შემდეგ მარცხნივ. ბოლოს ყლაპვის ხმამ თავად გააოცა და ირგვლივ მიმოიხედა. არავინ იყო. მარტო იჯდა კიბის საფეხურზე, რომელიც ქვევით, მდინარისკენ ეშვებოდა. ჩაჰკიდებდა თავს, რულს მისცემდა გონებას, მალევე იფხიზლებდა და  მორიგ ყლუპს უშვებდა ყელში. დაიდებულ თავზე შავი ნაქსოვი ქუდი დაეხურა, რომელიც თავის დას მოექსოვა მისთვის, ერთ დროს, როცა ის ცოცხალი იყო. ნაბოლარა დას გაეზარდა, დედას ცვლიდა. დის დარდს ჰკლავდა სასმელში თუ რაღაც ქაღალდის ნაგლეჯზე ფიქრი, რომელსაც ხელის თითებით ათამშებდა? ან სულაც არჩევნებზე დარდობდა, რომელიც ორ თვეში უნდა ჩატარდეს.
უკვე დაღამებულიყო. მოევლო მთელი დედაქალაქი დღის განმავლობაში, ბარბაცით. ავტობუსს ელოდა გზის პირთან, იქ სადაც სხვები იდგნენ და ამინდის შეცვლის მიუხედავად უქოლგოდ მშვიდად გრძნობდნენ თავს. წვიმდა გადაუღებლად დედაქალაქში. ყვითელი ავტობუსების ლოდინში სველდებოდნენ უშიშარი მგზავრები, მათში მოხუცები ჭარბობდნენ. შევერცხლილ თმებში მზისგან შემთბარი წვიმის წვეთები უგროვდებოდათ, დასაკრეფ წლებად.
***
- რა დიდებული დღეა დღეს, ტო! არა, მეგობარო? მთვრალია მთელი დედამიწა, ისე როგორც მე. ღერძი ერყევა, რადგან ერთი აქვს და არა ორი.  - ჩაქინდრული თავიდან თვალები მარცხნივ გასწია და ცერად ახედა მის გვერდით მჯდომ ახალგაზრდას. ავტობუსიც დაიძრა.
- იცით რა მიკვირს, მეგობარო, რომ დღეს, თითქმის ყველამ დაკარგა განცდის შეგრძნება. უნდა განიცდიდე ადამიანი. თუ არ განიცდი, ტო, მაშინ არც სიყვარული გაქვს ვინმეს მიმართ ან რამის მიმართ.
გესმის?
განცდა!
განცდაა ყველაფერი. უფალიც განცდაა, ასევე დღის განმავლობაში განვლილი ყოველი წუთიც განცდაა. აი, მაგალითად მე დღეს განვიცდი. განვიცდი, რომ ჩემი ქვეყანა გასაჭირშია და რომ ამის განცდა ერთეულებს შეუძლიათ. განვიცდი - ადამიანმა დაკარგა წონასწორობა ისე უმნიშვნელოდ, რომ ფულის კარგვას მეტად განიცდის. დაკარგა განცდა, რაც  ფულის გარდა სხვა ღირებულებებს ეფუძვნება. ოჯახის წევრებსაც კი როგორც უცხოს ისე ესაუბრებიან. სადამრიგებლო სიტყვა ვერ უთქვამს უფროს უმცროსისთვის, იმ წამსვე შვილის რისხვა დაატყდება თავს. ბედნიერი ვარ, რომ ოჯახი არ მაქვს, დღეს, და მარტო ვარ როგორც უფალი.
დიახ, როგორც უფალი, ტო! არა, განა უფალს ვედრები. ვერც გავბედავ, იცით რატომ მეგობარო? იმიტომ, რომ ვერ განვიცდი ისე როგორც უფალი ჩემზე! მხოლოდ ერთი მიზეზით ვახსენე: ხო, ეგ უკვე ვთქვი. - ქაღალდის ნაგლეჯს ჯიუტად ჭმუჭნიდა ხელში და საუბრისას მზერას არ აშორებდა მას. მონოლოგს დაბალი ხმით კითხულობდა. არ სურდა სხვათა შეწუხება.ფიქრობდა, რომ თანა მგზავრს აწუხებდა და;
- ხომ რ გაწუხებთ?
- ...
- რა თქმა უნდა არა. ე.ი. თქვენ განიცდით. განიცდი ყველაფერს რასაც „ვყბედობ“. მაგრამ არ იცი ჩემი ყველზე დიდი წუხილისა და განცდის შესახებ. შორიდან არ ღირს დაწყება. გზაც მოკლე  მაქვს, მალე ჩავალ. სულ რაღაც ორი გაჩერება და... მოკლედ კი ვიტყვი: რომ ჩემი დის დარდი მკლავს. არ გაუმართლა, ოჯახიც დაენგრა და ყველაზე საშინელი რაც მოხდა... ორმოცი დღეც არ გასულა რაც გარდაიცვალა. ათ დღეში მომიწევს მის საფლავზე ასვლა და ჭიქიდან ღვინის დაღვრა. არც ის იცი, რომ ჩემი განცდა მარტო დის სიკვდილს არ უკავშირდება. ის არჩევანის მოლოდინშია და ცდილობს კვლავ შეცდომა არ დაუშვას. პირველ რიგში ჩემი ქვეყნის მოქალაქე ვარ და ხმის მიცემის უფლებით ვსარგებლობ. ალბათ ეს, ის ერთადერთია რაც კარგი რამ გაუკეთებია ხელისფულებას, მაგრამ ამავდროულად არჩევანის უფლება მეტად რთულის ან ზოგადად სარჩევებში რჩეული არავინ ჩანს, ტო! მოგაბეზრე თავი არა? მთვრალი ვარ, მაგრამ მხოლოდ სასმისით, არადა რა კარგი დღეა დღეს, უჩვეულო და ფათერაკიანი! მთავარი დამავიწყდა. იცით ეს გაღალდი რა არის? ჩანაწერია ტოტალიზატორის ბილეთისთვის. საზიაროა - ჩემი და ჩემი მეგობრის. ათი ლარი უნდა დამედო. მე კი დავლიე. ხუთ ლარად საჭმელიც ვიყიდე და დავნაყრდი. დამრჩა ხუთი ლარი. არ ვიცი რა გავაკეთო, ტო? პასუხიც უნდა გავცე მეგობარს. ხომ მეტყვის ეგ ბილეთი მომგებიანი იყოო? ახლა უნდა ვინერვიულო და ვუგულშელმატკივრო გუნდს წაგებაზე, რადგან მოგების შემთხვევაში თანხა გადასახდელი არ მქონდეს. აი ამასაც განვიცდი. განვიცდი, მეგობრისადმი უპასუისმგებლოსა. შემეძლო დამედო, მე კი დავლიე ტო! დავლიე. იცით რა კარგი მახსოვრობა მქონდა? ძალიან კარგი, შესანიშნავი და შესაშური. მკითხეთ რომელიმე ქვეყნის დედაქალაქი. გიპასუხებთ უკლებლივ, აუცილებლად.
მკითხეთ!
მკითხეთ! - გვერდით მჯდომი დუმს.
- კარგით მე ვიტყვი.მაგალითად პერუს დედაქალქი? ლიმა. ჩემი ჩასვლის დროც მოვიდა, ტო. როგორ ცხელა და რა კარგი დღე იყო დღეს!!! კარგად მეგობარო!
გესმით?
გესმით?...
- sorry sir, i no understand you…

გიგო რიონელი
27 გვისტო 2016 წელი
(თბილისი)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები