ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თემურ მაკარაძე
ჟანრი: პოეზია
7 სექტემბერი, 2016


ნამდვილ მეგობარს

მეგობარი ბევრია,
მაგრამ ძალიან ცოტაა ისეთი საკუთარ თავში რომ ჩაგახედებს.
დაგაფიქრებს...
საკუთარი თავიდან და მარტოობიდან გამოგათრევს.
სამყაროს სხვა თვალით დაგანახებს.
და ყველაზე რთული - შენს უაზრო ხასიათს აიტანს.
როგორ?
აი ეს ნამდვილად მეფიქრება, რთულია.
უფრო მეტიც, სასწაულია.
ეს სასწაული კი მხოლოდ ნამდვილ მეგობარშია.
*  *  *
ზოგჯერ მეგობარი სიყვარულზე მეტად გჭირდება,
იმისთვის რომ მეტად გიყვარდეს...
მეტად იცოდე მეგობრობის ფასი.
მას შეუძლია დაკარგული,
არარსებული მიზანიც გაპოვნინოს.
ხშირად მეგობრობა სიყვარულზე მეტია...
ვიცი სიყვარულს განუსაზღვრელი ძალა აქვს,
მაგრამ მეგობარი...
ნამდვილი მეგობარი პიროვნებად გაყალიბებს.
*  *  *
წუხელ მეგობარს ვაწყენინე...
მეც მტკივა გულის სიღრმეში, უფრო ყველგან.
ალბათ სისხლი ფანტავს სხეულში, სულშიც ჩემ წილ წყენას საკუთარი თავისადმი,
რათა ჩემი უღირსი საქციელი მაგრძნობინოს ასეთი მეგობრისადმი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები