ესა ვართ, რაც ვართ, ცაზე ღრუბელი რაღაც საოცარ ჯანღისფრად წვება, ნუთუ სამშობლო მხოლოდ ეს არის, მარტო ლაქლაქი და დამარცხება.
ჩვენ არ ვიყავით? _ ვფარსადანობდით, და შურის ძაფებს ჩუმად ვაბამდით, პილატესავით ხელებს ვიბანდით და უფლის კაცებს ჯვარზე ვაკრავდით.
ზოგი კი ხონთქრის მზეს ლოცულობდა, გოდებდა ხალხი _ ეს რა მოგვდისო... ისიც ხომ გვახსოვს, აგერ ჩვენ თვალწინ _ ,,ჩრდილოეთიდან მზე ამოდისო”.
მაგრამ ხომ იყო ხახული, გრემი, აქეთ _ გელათი, იქით _ ვარძია, და ინდოეთის კარიბჭის ლოდი ერეკლემ თავის ხმლით გადასწია.
გვეწერა მხრებზე ძლევა-დიდგორი, ჩვენზე ხმამაღალ ლეგენდებს თხზავდნენ, რომში ფარსმანის დიდ ქანდაკებას ბელონას ტაძრის სვეტებთან დგამდნენ.
ხან დარუბანდის ვლეწავდით კარებს, ხან თავიც კი ვერ გადაგვერჩინა, ვიყავით მართლა მხნე და რაინდი, თუ მითის ფერად ხუფში გვეძინა.
და მტრის მახვილზე უფრო გვზარავდა მომიზნებული მოყვრის ისარი, ისე მივდივართ, გოჯიც არ რჩებათ შვილებს კანკელთან დასაფიცარი.
ესა ვართ, რაც ვართ... ცაზე ღრუბელი რაღაც საოცარ ჯანღისფრად წვება, ნუთუ სამშობლო მხოლოდ ეს არის, მარტო ტკივილი და დამარცხება... 1992წელი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
33. საქართველოში
საქართველოში თუ დაიბადე ნუ მიეცემი ძილსა საღათას, ურჩობისა და ღალატისათვის თავს წაგაცლიან, როგორც პაატას. საქართველოში თუ დაიბადე დაგკორტნის ყვავი, ფრთებს როცა გაშლის... სალ კლდიდან მეფის გაცემისათვის გადაგაგდებენ ვით ყორღანაშვილს. თუკი გადასწყვეტ ტაძრის აგებას, უნდა ააგო ტაძარი მტკიცე; კარგს ააგებ და ემაგ მარჯვენას ისე მოგჭრიან, ვით არსაკიძეს. გაიხარებენ შადიმანები, თუ გიხილავენ ქართველს დარდიანს... პაპანაქება სიცხეში ტანზე თაფლს წაგისვამენ, როგორც დადიანს!.. ამიტომ უნდა მტკიცედ იდგე და სულიერადაც არ უნდ დაეცე, კოსტავასნაირ ადამიანებს დღეს ქართველობა სანთლით დაეძებს. ვიყავით, ვართ და კიდეც ვიქნებით, მრავალჭირვარამგადახდილები... თავისუფლების სადარაჯოზე დგანან ახალი ავთანდილები!!! საქართველოში
საქართველოში თუ დაიბადე ნუ მიეცემი ძილსა საღათას, ურჩობისა და ღალატისათვის თავს წაგაცლიან, როგორც პაატას. საქართველოში თუ დაიბადე დაგკორტნის ყვავი, ფრთებს როცა გაშლის... სალ კლდიდან მეფის გაცემისათვის გადაგაგდებენ ვით ყორღანაშვილს. თუკი გადასწყვეტ ტაძრის აგებას, უნდა ააგო ტაძარი მტკიცე; კარგს ააგებ და ემაგ მარჯვენას ისე მოგჭრიან, ვით არსაკიძეს. გაიხარებენ შადიმანები, თუ გიხილავენ ქართველს დარდიანს... პაპანაქება სიცხეში ტანზე თაფლს წაგისვამენ, როგორც დადიანს!.. ამიტომ უნდა მტკიცედ იდგე და სულიერადაც არ უნდ დაეცე, კოსტავასნაირ ადამიანებს დღეს ქართველობა სანთლით დაეძებს. ვიყავით, ვართ და კიდეც ვიქნებით, მრავალჭირვარამგადახდილები... თავისუფლების სადარაჯოზე დგანან ახალი ავთანდილები!!!
32. ეს ლექსი განსაკუთრებით მამაჩემს მოეწონა! ;););) ეს ლექსი განსაკუთრებით მამაჩემს მოეწონა! ;););)
31. ეს ლექსი უკვე ზეპირად ვიცი! ეს ლექსი უკვე ზეპირად ვიცი!
30. უმაგრესი ლექსია! უმაგრესი ლექსია!
29. ისე მივდივართ, გოჯიც არ რჩებათ შვილებს კანკელთან დასაფიცარი :( არადა 1992 წლის მერეც მხოლოდ უარესობისკენ რომ წავიდა საქმე:( ისე მივდივართ, გოჯიც არ რჩებათ შვილებს კანკელთან დასაფიცარი :( არადა 1992 წლის მერეც მხოლოდ უარესობისკენ რომ წავიდა საქმე:(
28. ნუთუ სამშობლო მხოლოდ ეს არის, მარტო ტკივილი და დამარცხება... -კი , ეს არის, სიყვარულს გავს, ღვთის გზას გავს...5555555555 ნუთუ სამშობლო მხოლოდ ეს არის, მარტო ტკივილი და დამარცხება... -კი , ეს არის, სიყვარულს გავს, ღვთის გზას გავს...5555555555
27. ესა ვართ, რაც ვართ... ცაზე ღრუბელი რაღაც საოცარ ჯანღისფრად წვება, ნუთუ სამშობლო მხოლოდ ეს არის, მარტო ტკივილი და დამარცხება...
და ძალიან კარგები ვართ!!! :) 5 ესა ვართ, რაც ვართ... ცაზე ღრუბელი რაღაც საოცარ ჯანღისფრად წვება, ნუთუ სამშობლო მხოლოდ ეს არის, მარტო ტკივილი და დამარცხება...
და ძალიან კარგები ვართ!!! :) 5
26. ჰო... ესა ვართ, რაც ვართ... ჰო... ესა ვართ, რაც ვართ...
25. ჰო, კარგია ძალიან ჰო, კარგია ძალიან
24. და მტკივნეული უფრო ის არის, დრო გარბის... ის გოჯი კი უფრო მცირდება, ჩვენ კი რა გვრჩება? მხოლოდ ფიცარი ოთხი და ფიქრი, დაგვრჩა იმდენი მიწა, სამყოფი, თუ და-საფლავიც აღარ შგვრჩება? ძალიან მძიმე თემაა, ბატონო დავით. მაპატიეთ, თავი ვერ შევიკავე, რომ არ შეგხმიანებოდით. პატივისცემით... და მტკივნეული უფრო ის არის, დრო გარბის... ის გოჯი კი უფრო მცირდება, ჩვენ კი რა გვრჩება? მხოლოდ ფიცარი ოთხი და ფიქრი, დაგვრჩა იმდენი მიწა, სამყოფი, თუ და-საფლავიც აღარ შგვრჩება? ძალიან მძიმე თემაა, ბატონო დავით. მაპატიეთ, თავი ვერ შევიკავე, რომ არ შეგხმიანებოდით. პატივისცემით...
23. ეს ლექსი სამების საღამოებიდან მახსოვს :) ეს ლექსი სამების საღამოებიდან მახსოვს :)
22. თან 92-შია დაწერილი და ახლაც იგივე ემოცია და იგივე ტკივილიააა :(( რა საშინელებააა :( თან 92-შია დაწერილი და ახლაც იგივე ემოცია და იგივე ტკივილიააა :(( რა საშინელებააა :(
21. ისე მივდივართ, გოჯიც არ რჩებათ შვილებს კანკელთან დასაფიცარი.
ესა ვართ, რაც ვართ... ცაზე ღრუბელი რაღაც საოცარ ჯანღისფრად წვება, ნუთუ სამშობლო მხოლოდ ეს არის, მარტო ტკივილი და დამარცხება... :(( ახლა ავტირდები... მართლა მაგარი ლექსიიია :( ისე მივდივართ, გოჯიც არ რჩებათ შვილებს კანკელთან დასაფიცარი.
ესა ვართ, რაც ვართ... ცაზე ღრუბელი რაღაც საოცარ ჯანღისფრად წვება, ნუთუ სამშობლო მხოლოდ ეს არის, მარტო ტკივილი და დამარცხება... :(( ახლა ავტირდები... მართლა მაგარი ლექსიიია :(
20. გულწრფელი და ტკივილემოციური მუხტია აქვს
:):):) გულწრფელი და ტკივილემოციური მუხტია აქვს
:):):)
16. ეჰ, 1992 წელს ყოფილა დაწერილი და აბა 2009-ში რაღა ვთქვათ? რა გვეშველება? ლექსს კი 5 და მთლიანად ვიზიარებ ... ეჰ, 1992 წელს ყოფილა დაწერილი და აბა 2009-ში რაღა ვთქვათ? რა გვეშველება? ლექსს კი 5 და მთლიანად ვიზიარებ ...
14. ეს ლექსი მახსოვს და უაგრესია :) აი ძალიან მაგარი ლექსია, სულ ცოტა ხნის წინ დაახლოებით ამ თემაზე დავწერე რაღაც მოთხრობასავიღ, ისე ეს ლექსი თქვენი თუ იყო კი არ მახსოვდა :) ეს ლექსი მახსოვს და უაგრესია :) აი ძალიან მაგარი ლექსია, სულ ცოტა ხნის წინ დაახლოებით ამ თემაზე დავწერე რაღაც მოთხრობასავიღ, ისე ეს ლექსი თქვენი თუ იყო კი არ მახსოვდა :)
13. :) რეჟისორს ვეთანხმები...ეს ვართ მხოლოდ ...:)5 :) რეჟისორს ვეთანხმები...ეს ვართ მხოლოდ ...:)5
12. ნუთუ სამშობლო მხოლოდ ეს არის, მარტო ტკივილი და დამარცხება... ასეა სამწუხაროდ :( ნუთუ სამშობლო მხოლოდ ეს არის, მარტო ტკივილი და დამარცხება... ასეა სამწუხაროდ :(
11. სამშობლოს გრძნობა გსაკვირველი. სამშობლოს გრძნობა გსაკვირველი.
10. მაგრამ ხომ იყო ხახული, გრემი, აქეთ _ გელათი, იქით _ ვარძია, და ინდოეთის კარიბჭის ლოდი ერეკლემ თავის ხმლით გადასწია.
ბრავო! 5 მაგრამ ხომ იყო ხახული, გრემი, აქეთ _ გელათი, იქით _ ვარძია, და ინდოეთის კარიბჭის ლოდი ერეკლემ თავის ხმლით გადასწია.
ბრავო! 5
9. იმედია, რომ მართო ტკივილი და დამარცხება არ იქნება ჩვენი სამშობლოს ხვედრი და წილი... 5 იმედია, რომ მართო ტკივილი და დამარცხება არ იქნება ჩვენი სამშობლოს ხვედრი და წილი... 5
8. ძალიან კარგია ჩემო კარგო. ძალიან კარგია ჩემო კარგო.
6. ნუთუ სამშობლო მხოლოდ ეს არის, მარტო ტკივილი და დამარცხება... საოცრად ტკივილიანი :( ნუთუ სამშობლო მხოლოდ ეს არის, მარტო ტკივილი და დამარცხება... საოცრად ტკივილიანი :(
5. ისე მივდივართ, გოჯიც არ რჩებათ შვილებს კანკელთან დასაფიცარი. ღმერთო დაგვიფარე!!!! ისე მივდივართ, გოჯიც არ რჩებათ შვილებს კანკელთან დასაფიცარი. ღმერთო დაგვიფარე!!!!
3. ტკივილიანი ლექსია ... :( დიდგორიც გვქონია და კრწანისიც, მაგრამ ბევრი მოგვეცა და ბევრი მოგვეთხოვება ... ტკივილიანი ლექსია ... :( დიდგორიც გვქონია და კრწანისიც, მაგრამ ბევრი მოგვეცა და ბევრი მოგვეთხოვება ...
1. 5555555555555555555გაიხარე კარგზეკარგია 5555555555555555555გაიხარე კარგზეკარგია
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|