 | ავტორი: ფუნიქს ჟანრი: პოეზია 5 სექტემბერი, 2016 |
შენ !რომელიც მაძლევ ძალას სიცოცხლისას სიყვარულისას- მომადლებული დღეებით და ნათელი ღამეებით... შენ, რომელიც მაჩვენებ გაცისკროვნებულ სიბნელეს და ჭუჭრატანებში მოფუსფუსე მტვრის სილამაზეს- შემოჭრილი მზის საბუდარიდან, როგორც ტოტებში სხივი- ანათებ ჩემ სულს და მიგყავს მზისკენ, ესწრაფვი ავღმართო ხელები და მიყვარდეს ყვირილამდე! შენ ,რომელიც ასე ახლოს ხარ და შორს და მჩუქნი მხოლოდ ამ გრძნობას ,რომელიც ტკიბილია და უსაშველოდ მძიმე მბადებს და მძარცვავს- ისევ შენ მიერ გამოსაღვიძებლად,მოსავლელად ისევ შენ მიერ ჩასახუტებლად და მისაღებად. როგორც ნაყოფი დაკარგული ,გაუვალი და მწვანე ტყეებისა , დახუნძლული ხე ბუნებისა აღვავლენ ვედრებას შენ მიმართ ხელაპყრობილი: შენ ,რომელსაც ასეთი დაგყავარ ბუნებაში და არ ძალმიძს მე შევეწინაარმდეგო შენ ძალას, შენ განფენილობას უსასრულოაში- მომეც ძალა განახლებისა შემოდგომის ფოთლების ცვენის და შეფუთვის ულამაზეს თეთრ სასულეთში, რათა მოვიპოვო ძალები კიდევ ერთხელ შენ სითბოში, გაზაფხულზე გამოღვიძებისა რათა საკურას გაზაფხული წვიმდეს- როგორც საჩუქარი ბუნების,როგორც ღიმილი ,კოცნა გარდაუვალი ბუნება-განახლებისა... შენ !რომელიც მაძლევ ძალას სიცოცხლისას სიყვარულისას მომადლებული დღეებით და ნათელი ღამეებით. შენ, რომელიც მაჩვენებ გაცისკროვნებულ სიბნელეს და ჭუჭრატანებში მოფუსფუსე მტვრის სილამაზეს შემოჭრილი მზის საბუდარიდან. ხელებაღმართული გევედრები გამინათე გზა ჩემი წყვიადში ნაბიჯ ნაბიჯ და მომანიჭე სუნთქვა მთის, გახშირებული ჟანგბადით,სიმაღლის, მომანიჭე სუნთქვა- განახლება აწ და მარადის და სიცოცხლის ბოლომდე..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. დიდი მადლობა , დალოცვილი იყავი და ბუნების ძალამ მოგცეს შენ სულ კეთილი კარგო ადამიანო დიდი მადლობა , დალოცვილი იყავი და ბუნების ძალამ მოგცეს შენ სულ კეთილი კარგო ადამიანო
11. მეორედ შემოვედი, ძალიან მომწონს ეს ლქსი -ლოცვა, ცალკეული ფრაზები კი არა, მთლიანობაში ასაღქმელია. უნდა გადმოვიწერო! მეორედ შემოვედი, ძალიან მომწონს ეს ლქსი -ლოცვა, ცალკეული ფრაზები კი არა, მთლიანობაში ასაღქმელია. უნდა გადმოვიწერო!
10. მადლობა შემოგევლე მადლობა შემოგევლე
9. შემოდგომის ფოთლების ცვენის და შეფუთვის ულამაზეს თეთრ სასულეთში ---სასიამოვნო პოეზიაა შემოდგომის ფოთლების ცვენის და შეფუთვის ულამაზეს თეთრ სასულეთში ---სასიამოვნო პოეზიაა
8. მადლობა ნინა , ეს ისე აღფრთოვანებული ვწერდი რომ ალბათ ძაან ჩავატკბე. მინდა მართლა ასე თან შუნგებსაც ვაკეთებ იაპობურს და საკურა შევადარე ერთი სიტყვა არ მილოცია ტყუილად <3
მადლობა ნინა , ეს ისე აღფრთოვანებული ვწერდი რომ ალბათ ძაან ჩავატკბე. მინდა მართლა ასე თან შუნგებსაც ვაკეთებ იაპობურს და საკურა შევადარე ერთი სიტყვა არ მილოცია ტყუილად <3
7. მოსულა (მისასალმებელიცაა) ასეთი "ტალღა", მაგრამ თაფლის კოვზით ჭამა (თუ ვინიპუჰი არ ხარ) ცოტა რთულია. ანუ: ჩემთვის ცოტა გადაპრანჭულია, თორემ ცუდი კი არ არის. :)
იმედია არ მიწყენთ ამ კომენტარს. წარმატებები! მოსულა (მისასალმებელიცაა) ასეთი "ტალღა", მაგრამ თაფლის კოვზით ჭამა (თუ ვინიპუჰი არ ხარ) ცოტა რთულია. ანუ: ჩემთვის ცოტა გადაპრანჭულია, თორემ ცუდი კი არ არის. :)
იმედია არ მიწყენთ ამ კომენტარს. წარმატებები!
6. დიდი მადლობა მუხა მოგიკითხე გაიხარე გამეგობარო! დიდი მადლობა მუხა მოგიკითხე გაიხარე გამეგობარო!
5. ხელებაღმართული გევედრები გამინათე გზა ჩემი წყვიადში ნაბიჯ ნაბიჯ და მომანიჭე სუნთქვა მთის, გახშირებული ჟანგბადით,სიმაღლის, მომანიჭე სუნთქვა- განახლება აწ და მარადის და სიცოცხლის ბოლომდე..
მშვენიერი ლოცვა. გაიხარე!
ხელებაღმართული გევედრები გამინათე გზა ჩემი წყვიადში ნაბიჯ ნაბიჯ და მომანიჭე სუნთქვა მთის, გახშირებული ჟანგბადით,სიმაღლის, მომანიჭე სუნთქვა- განახლება აწ და მარადის და სიცოცხლის ბოლომდე..
მშვენიერი ლოცვა. გაიხარე!
4. კი რა თქმა უნდა კრიტიკა მოსულა,ეს სათქმელი ხშირად მაქვს და ყველას აქვს ასე ვტვქვათ ახალს არაფერს ვამბობ,უბრალოდ მარლთლა შემოდგომის ლოცვაა მადლობა ბლაგვი კი რა თქმა უნდა კრიტიკა მოსულა,ეს სათქმელი ხშირად მაქვს და ყველას აქვს ასე ვტვქვათ ახალს არაფერს ვამბობ,უბრალოდ მარლთლა შემოდგომის ლოცვაა მადლობა ბლაგვი
3. სიმართლეს გეტყვი და დანარჩენები უფრო მომწონს.. ეს რაღაც სტანდარტებში... ჩარჩოებში ჩასმული მომეჩვენა.. თითქოს ეცადე ხელი შეგევლო.. :) ბუნებრიობა გასდევს აზრს რომელიც დევს თუმცა არ დამარტყა ისეთმა ტალღამ რაც მანადმე იყო.. (ნუ ცოტა კრიტიკაც მოსულა ... :) სიმართლეს გეტყვი და დანარჩენები უფრო მომწონს.. ეს რაღაც სტანდარტებში... ჩარჩოებში ჩასმული მომეჩვენა.. თითქოს ეცადე ხელი შეგევლო.. :) ბუნებრიობა გასდევს აზრს რომელიც დევს თუმცა არ დამარტყა ისეთმა ტალღამ რაც მანადმე იყო.. (ნუ ცოტა კრიტიკაც მოსულა ... :)
2. მადლობა ქეროლაინ <3 მადლობა ქეროლაინ <3
1. ლამაზი სურათია, ძალიან მომეწონა )) ++ ლამაზი სურათია, ძალიან მომეწონა )) ++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|