გაქცევას ვლამობ სხეულიდან...უხეში წვიმა, ხმამაღლა ვფიქრობ,მარტო ვარ და ტირის კედლები, ასეა როცა შენზე ვფიქრობ და გულით მინდა, რომ მოგეფერო,რომ შეგეხო და ვერ გეხები.
თავს გავურბივარ,ან ვაჯერებ,რომ ასე ხდება, რომ ასე ხდება,არ ვეკუთვნი თავს,არ ხარ როცა, ერთ საღამოსაც,სურვილი მაქვს, სურვილი მახროჩბს რომ შენს კალთაში ჩამეძინოს,თუნდაც მახლობლად.
და შენს თითებზე,ყველა კოცნის წაკითხვა შევძლო, გრძნობდე,სიტყვაზე მეტს რომ ნიშნავს ისეთ შეხებას, შენს ბედს თავიდან,საკუთარი დავწერ ხელებით, და ბედისწერაც ვერასოდეს ვერ შეგეხება:
ისე რომ გავნოს, ან დაგჩაგროს,ან რავი რამე, თუნდაც დაგცინოს,გაწყენინოს თუნდაც პირადად. ქვეყნად სამნი ვართ:აქ მე და შენ,სარკმელში მთვარე, და იდუმალი მთვარე გეტყვის,როგორ მიყვარხარ........
(ჩემი მზე აღმოსავლეთიდან კიარა შენი თვალებიდან ამოდის და იქვე რჩება სამარადისოდ...)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|