ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
1 ოქტომბერი, 2016


აიშა

ჰოი, აიშა... აიშა...
სულ სხვა ხარ როცა იცინი,
მიქარწყლებს ყველა კაეშანს
ემაგ თვალების ციმციმი.

მცხუნვარე მზეო ჩეჩნეთის
ლექსებით ვამბობ სიმართლეს,
თანდათან უფრო ვეჩვევი
შენი თვალების სინათლეს.

მივყვები სიყვარულის გზას,
გულიც ვიჯერე ოცნებით,
საქართველოდან გიგზავნე
ჰაეროვანი კოცნები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები