ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ენმესაგშარრი
ჟანრი: პოეზია
24 ივნისი, 2017


არომატები

ყველა ადამიანი,
ყველა ქმნილება ატარებს სუნს,
ადამიანები ძირითადად თავიანთივე განავლის სუნს ატარებენ,
ეს სუნი შეესაბამება მათი ეგოს სუნს,
განავალი ეს ეგოა ჩვენში,
ამიტომ ჯიუტი ადამიანები უფრო ეგოისტები არიან,
მათ ხომ ბავშვობიდან შეკავება ისწავლეს,
ყველა არსება ატარებს სუნს,
ზოგი სისხლისას,
ზოგი ხორცისას,
ზოგი ყვავილებისას,
ზოგი ოფლისას,
ზოგი ვნებისას გამოყოფილი ფერომონებისას,
ყველა მათგანი ატარებს თავის ნიშანს,
იმისას, რომ სწორედ ისაა,
ინდივიდუალურია,
ამიტომ ფსამენ ცხოველები ტერიტორიის მონიშვნისას,
ამიტომ აწერენ ადამიანები ხელს,
წერა ეს დეფეკაციის ცივილიზებული ფორმაა,
საზოგადოებისთვის მისაღები,
არავის უყვარს საკუთარი განავლის სუნი,
სხვისა მით უმეტეს,
არავის უყვარს,
როცა ეუბნებიან,
რომ ჩაისვარა და მისი საქმეები სასირცხვილოა,
ჩვენი დემონი სოფლის ძველი ტუალეტივითაა,
რომელიც ქვეცნობიერივით ივსება,
განდევნილით ივსება და იღებს ურჩხულის ფორმას,
რომელიც არავის უყვარს და რომელიც ყველას დასვრის,
არავინ იცის როდის,
ეს ნელი მოქმედების ბომბია,
ყურადღებამიუქცეველი,
უსიყვარულოდ გაზრდილი დემონი,
რომელმაც არ იცის არაფერი განადგურების გარდა,
რადგან სწორედ ამაში გაიზარდა,
ახლა მიხვდებით საიდან ჩნდებიან მფატრავები და სერიული მკვლელები,
საიდან ჩნდებიან ჰიტლერები და ბინ ლადენები,
ისინი საზოგადოებამ მოიძულა ჯერ კიდევ ბავშვობიდანვე,
რადგან მათნაირები არ იყვნენ,
მეტნი იყვნენ ან ნაკლებნი,
ყველა არსება ატარებს სუნს,
ყველა ქმნილება ატარებს სუნს,
და ლიდერების გარდა,
ყველა ცდილობს დაფაროს საკუთარი სუნი,
იმიტომ, რომ იყოს უსაფრთხოდ,
იმიტომ, რომ ვერ იპოვონ,
იმიტომ, რომ კვალში არ ჩაუდგნენ,
და რადგან ყველა იკვებება და გამოყოფს,
ყველას აქვს ეგო,
ამიტომ არსებობს მარხვა,
ამიტომ შიმშილობენ წმინდანები,
რათა განავლის სუნი მოიშორონ,
რადგან ვერ ამაღლდები საკუთარ თავზე თუ ნეხვის სუნად ყარხარ,
ვერ გარდაქმნი საკუთარ თავს თუ სურვილები ქვემოთ გექაჩებიან,
არომატები..
არომატები...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები