| ავტორი: რინა ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 11 სექტემბერი, 2016 |
ცხელ პირში ახლადმშენებარი სახლების, როგორ ცვიოდნენ ვარსკვლავები, ხომ გახსოვს, (ნირკოვ სერგეი)
ხომ გახსოვს ის ვარსკვლავცვენა, ღამით მძინარე სასაფლაოს რომ აღვიძებდა, კუდიანი ვარსკვლავი ნაგავსაყრელს გადაუფრენდა, სიმწვანეში ჩაფლულ ედემს შხუილით ჩასძახებდა და ალვის ტოტებს სულ ერთიანად აათრთოლებდა, ევკალიპტები, აკაციები იწყებდნენ მოთქმას, იმ, უსახელოდ ცნობილ, ნაკადულს გადაუფრენდა, ფარატინა ძველ გვერდმომპალ ფარდულს აიტაცებდა და ცისკიდემდე ტრიალ - ბზრიალით აამაღლებდა, დარდშეპყრობილ სადგურის მოედანს გადაუფრენდა და წამით ხალხმრავალ უძილო ბაქანს ეხიზნებოდა, წივილს და ოხვრას, კვნესას და ლოცვას გადაუფრენდა... მან ჩვენს ოცნებას აკანკალებულს გადაუფრინა... ვარსკვლავები რატომღაც ღამღამობით იღვიძებდნენ, დაფრინავდნენ და სიბნელეში ციმციმით ცვივოდნენ, ისინი ცაში და ღამის წყვდიადში არ იწვოდნენ, დაფრინავდნენ და ცვივოდნენ, რომ ჩვენს სახლებს სწვევოდნენ... მანქანას, გემს, მატარებელს, თვითმფრინავს მივყავდით ჩვენ, ვარსკვლავები კი ზურგს გვინათებდნენ, ის ვარსკვლავცვენა ხომ ისევ გახსოვს...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. უღრმესი მადლობა! უღრმესი მადლობა!
1. მოგესალმები, რინა! კარგი ავტორი და მთარგმნელი ხარ.
მოგესალმები, რინა! კარგი ავტორი და მთარგმნელი ხარ.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|