ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მირი-ანი
ჟანრი: პოეზია
15 სექტემბერი, 2016


ფენტეზი

ჯანდაბას.
დუელში გიწვევ, მე, უფალო!
მოვკვდები.
სიკვდილი ისედაც წესია.
ერთს ვიტყვი,
მარტო ერთს მოხუცო ბატონო,
არც ,,შენ” ხარ კაცი და არც მე ვარ მესია.
წესია, თქვენივე წესია უფალო,
ცხოვრება თეატრია, სცენარი – კომედია,
ვიღაც ბრალიანი კაცია უბრალო და
ვიღაც ჩემისთანა დარტყმული პოეტია.
ჯერი თქვენზე დადგა, პასუხს ველოდებით,
პასუხს. ღმერთებიც და ჩემი პოეტებიც.
ცოტა ხომ არ იყო შვილის საფასური
რაღაც, ერთი მცირე ქისა მონეტების?!
***
– სალამი პოეტო, სალამი ღვთისა და
მადლობა იმისთვის რომ ისევ პოეტობ.
იცოდე არავინ არ ჩაგვთვლის ღირსადაც
დიდების,
სულ მთლად რომ ქალაქებს მოვედოთ.
თუ გინა სულ ბოლო ხმაზე რომ იყვირო,
სულ ყველა მცნება და სულ ყველა სონეტი,
როლები ერთი გვაქვს, თეატრი სხვადასხვა,
მაქ შენ ხარ ღმერთი და
აქ მე ვარ პოეტი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები