ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბაპტიზმი
ჟანრი: პოეზია
18 სექტემბერი, 2016


Resurrectionem

ვფიქრობ,
ვამბობ,
ქრება,
ისტორიას რჩება,
კვდება,

სიტყვას-სიტყვაზე ვაბამ,
ხეების გადაკვეთილ ჩრდილებზე
რომბებს ვხედავ,
კვამლით ფილტვებში,
გადამიარა მადამ,
ვაგდებ,ვეშვები
ციდან
ვხედავ,
რომბებს ვხედავ,

მესმის ხმა,
ვშეშდები,
შენ მხედავ,
როგორ ვლეშდები,
შემომეხვივნენ
ყვავილები,
ვერ გწვდები,
იშლება შავი ხედები,

ვსუნთქავ,
ვგრძნობ,
5 გრძნობა მაქვს
თითქოს,
არ მთვლიან,
არ ვთვლი,
თავს სრულფასოვნად,

მწამს,
იმედის
და გაცრუების,
ვკვდები,
სული მიდის,
ღმერთი მიკრავს ბისს,
შანსი მეორე,
ვიღვიძებ,

ვხედავ,
ხიდებს,
ხედებს,
გარყვნილ სკინჰედებს,
მესმის,
როგირ ურტყავს მალებს,
მიძებნიან ჩემს სალემს,
ვსუნთქავ,
კვამლებს,
მტვერს რა დალევს,
ვგრძნობ,
იმედს,

ვამბობ,
კვდება,
ისტორიას რჩება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს