ავტორი: მირი-ანი ჟანრი: პოეზია 19 სექტემბერი, 2016
მარი...
ახლა რა წესია ვწერო ექსპრომტები, მერე წახვიდე და არც კი წაგიკითხო. ახლა ქარია და ქარში შენი თმები სახეს რითმებივით უხვად მომდებია. ახლა წვიმაა და წვიმდა იმ ღამესაც. სექტად რომ დაიყო მთელი სექტემბერი, დიახ იმ ღამეს რომ გული ავლესე და სული გადავჭარი ცრემლის მავთულიდან. ახლა ცეცხლი არის ჩვენი სტიქია და ახლა ვნება არის ჩვენი პროფესია, ჩუმად. ღამეები ჩუმად მიდიან და ყოველ ალიონზე ჩვენი პროცესია...