იქ, სადაც შენ ხარ, ახლა მხოლოდ ნანგრევებია. და ფასადია ყველა ხედი, ყველა კედელი. ის, სადაც შენ ხარ. სანაპირო და გემებია. და იქნებ რამით, ზღვის ტალღებში ხელის ცეცებით გამოვირიყო.
იქ, სადაც შენ ხარ. თოლიები მღერიან სულზე. და შენი სული ზვირთებისგან ნარეცხი კბოდე, ეძიებს მყუდრო ნავსაყუდელს იქ, სადაც შენ ხარ, გაცნობიდან შეხვედრის დრომდე, სამარადჟამოდ.
იქ სადაც შენ ხარ. სევდიანად იწყება დილა. და სიმშვიდეა, ტალღებია ზღვა და ვერანდა. გადმოკიდული ფარდებით და ვეღარ გადიან (გემები) იქ, სადაც შენ ხარ, სადაც თავი უნდა მენახა. დავკარგე.
იქ, სადაც შენ ხარ. აღარავის აღარ ელიან ეს ოცნებაა, ეს მითია და ეს კედლებიც და ეს გულიც ისე მთელია, იქ, სადაც შენ ხარ. სადაც ყოველ კუთხეს ვედებით რომ შეგვიბრალონ.
იქ სადაც შენ ხარ გადარჩენის იმედი მოჩანს. ვეძებდი საშველს და საშველმა დამკარგა, რადგან არაფრით დაწყებული ყველაფრით მორჩა. იქ, სადაც შენ ხარ. სადაც შენ ხარ ან მართლა შენ ხარ ?!
იქ, სადაც ახლა მხოლოდ ნანგრევებია და ფასადია ყველა ხედი, ყველა კედელი. ის, სადაც ახლა მხოლოდ სანაპირო და გემებია და იქნებ რამით, ზღვის ტალღებში ხელის ცეცებით გამოვირიყო.
იქ, სადაც შენ ხარ. სადაც შენ ხარ სადაც შენ ხარ სადაც ხარ
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. სასიამოვნო და მელოდიური ლექსია. "იქ სადაც შენ ხარ გადარჩენის იმედი მოჩანს." სასიამოვნო და მელოდიური ლექსია. "იქ სადაც შენ ხარ გადარჩენის იმედი მოჩანს."
2. კარგად დაიწყო, ლამაზად მშვიდად და სადად, მუსიკალურად, რაც მთავარია. ბოლოსკენ უბრალოდ ან მოთმინება ან განწყობა არ ეყო ავტორს (ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა) და მიაფუჩეჩა. კარგად დაიწყო, ლამაზად მშვიდად და სადად, მუსიკალურად, რაც მთავარია. ბოლოსკენ უბრალოდ ან მოთმინება ან განწყობა არ ეყო ავტორს (ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა) და მიაფუჩეჩა.
1. იქნებ მომეჩვენა ან არც და მუსიკის ტექსტად აღვიქვი,, წარმატებები იქნებ მომეჩვენა ან არც და მუსიკის ტექსტად აღვიქვი,, წარმატებები
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|