 | ავტორი: ebraeli2 ჟანრი: პოეზია 24 სექტემბერი, 2016 |
წუხელ დავწერე ნახატი, ფიქრში მთვარეზე გართული, ნახატი იყო შავ-თეთრი, წალ-კალმით ამონაქარგი. შორიდან სჩანდა ღიმილი, ახლოს სევდა და გოდება, პატარა თვალზე ცრემლები, თვალებს აღარცა შორდება, ვწერ და არვიცი რას ვხატავ, არვიცი როგორ დავწერო, ბაგე-ტუჩებზე მივედი, ვატირო, თუ გავაცინო? ის ჩემს ხელშია, მე ვხატავ, და ხატვას ვერვინ დამიშლის, არასწორ კონტურს თუ დავსვამ, თვითონ ნახატი წამიშლის.
შაბლონი * - ლექსი აგებულია ცნობილი ქართველი და რუმინელი ადამიანების შესაძლო ურთიერთობის შედეგად აღმოცენებული იდეოლოგიის საფუძვლებზე. შაბლონი შეგიძლიათ მიიღოთ, როგორც არაშაბლონი, ანუ, ვისაც არ მოგეწონებათ, შეგიძლიათ აიღოთ საფუძვლად ამ ლექსის დრამატურგია, შეცვალოთ აზრი, სიტყვები, გადაანცვლოდ, დასვათ შესაბამისი სასვენი ნიშნები და ა.შ. ხოლო, ვისაც არც განვითარება და იდეა არ მოგეწონებათ, შეგიძლიათ დაიწყოთ სხვა იდეაზე ფიქრი და დაწეროთ ლექსი დამოუკიდებლად, ან ახლობელი ადამიანების დახმარებით. მეც თქვენ ახლობელ ადამიანად მიმიღეთ და დაგეხმარებით, თუ დაგჭირდით. ლექსი აგებულია ცნობილი ქართველი და რუმინელი, უი ბოდიში, ეს ხო დავწერე უკვე. Sorrყ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. არასწორ კონტურს თუ დავსვამ, თვითონ ნახატი წამიშლის.-
არასწორ კონტურს თუ დავსვამ, თვითონ ნახატი წამიშლის.-
4. ხარ ხარ:) :) :) ხარ ხარ:) :) :)
3. არა არ ვარ ბოროტი :)
არა არ ვარ ბოროტი :)
2. ნუხარ მარი ბოროტი :) :) :) ნუხარ მარი ბოროტი :) :) :)
1. ნახატზე მაგარი სქოლიოა სქოლიოზე კარგი_იდეაა იდეაზე კარგი_შესრულებაა ყველაზე ცუდი ლექსია და სულ მაოცებ და მანცვიფრებ, მახალისებ,როგორც დედამიწელი :)
ნახატზე მაგარი სქოლიოა სქოლიოზე კარგი_იდეაა იდეაზე კარგი_შესრულებაა ყველაზე ცუდი ლექსია და სულ მაოცებ და მანცვიფრებ, მახალისებ,როგორც დედამიწელი :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|