ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მირი-ანი
ჟანრი: პოეზია
29 სექტემბერი, 2016


ავტობიოგრაფია...

ნოემბერი გიტარის სიმებივით აეწყო,
წელიწადი სიბერეს დასანახად ვერ იტანს,
სხივებს მხოლოდ მზისფერი შერჩენიათ მარტო და
ვერ აშრობენ ტუჩებით გადაორთქლილ ვიტრინებს.

ნაწვიმარი ქალაქი იშრობს პერიფერიებს,
ნისლიც გაგვითამამდა, თავს პოეტად ასაღებს,
გალაკტიონ! ვიცი რომ არ გიყვარდა მერი და
თუმცა ლექსი მერიზე მაინც შემოგვასაღე.

პოეტისგან სტრიქონებს სიყვარულს ნუ ეძახით,
ქალი? უშნოც რომ იყოს სილამაზეს იბრალებს,
ისე როგორც, სარკის წინ სამოცი წლის მეძავი -
ატირდება ცოტა ხნით, მერე გამოიდარებს.

მთვარეც გადალეულა Daniel\'s-ის ბოთლივით,
ღამე როგორც ყოველთვის ისევ ისე ერთია,
თეატრალურ თამაშებს აყოლიან ფოთლები
ეშმაკია ოტელო, დეზდემონა ღმერთია.

მე კი, როგორც ყოველთვის, ვეღარ ვმალავ სიძულვილს,
ხშირად ამტირებია (იყო მსგავსი მომენტიც)
ალბათ ამდენს ჩემსავით ვერც ვერავინ გაუძლებს
იმიტომ, რომ
ლოთი ვარ,
გიჟი ვარ
და პოეტი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები