ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბაპტიზმი
ჟანრი: პოეზია
1 ოქტომბერი, 2016


20

დაიწყო ოქტომბერი
წყევლით ვხვდები მე ღვინობისთვეს
ველოდები უკანასკნელ
ბიძგს
მამოძრავებელს
და დამამთავრებელს
შენეური არა
თბილია ბოლოწამს თითქოს
20 წამი სასრულამდე
ხალხი გზას მითმობს
მე
ზურგით გილიოტინისკენ
თვალებით რათქმაუნდა თქვენკენ
ღიმილით
კრახით
კმაყოფილებით
სევდით
სასვსე სახით
10 წამი სასრულამდე
ინსტიქტს ჩართვა სწადია
თუმცა თქვენ გახდით მთავარი ინსტიქტი
სხეულს თავისი აღარაფერი
აღარც სხვისი რამ აბადია
ათვლა
4
3
2
1
ბიძგი
ხმა განწირული ღიმილის
სიხარულის და შვების
და ხმა შეცდომის
რომელიც აღარ სწორდება
გაისმა
მეტროსადგურზე
ხალხმა დაიწყო გოდება

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები