ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
15 ოქტომბერი, 2016


ძნელია ყოფნა დედის გარეშე

გარდაიცვალა, ამაღლდა ცაში
ვინც არასოდეს მიღალატებდა.
როცა მხედავდა დაღვრემილს, მაშინ
მამხნევებდა და ძალას მმატებდა.

ძნელია ყოფნა დედის გარეშე,
მაგრამ უფალი კვლავ ჩემთან არის.
თუმც ვიმყოფები თამაშგარეში,
მაქვს და მექნება იმედი ხვალის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები