გზა ტეხილი ხიდჩატეხილი გასავლელი და უკიდეგანო სავალი მილი ბნელი სამი ვექილი მკურნალი და ამინდი ქარტეხილი მე გარდატეხილი ასევე უჩინო უხმო ემოციით სავსე შავთეთრი კინო (პარალელი)
შამანი ქვესკნელის იძახებს სულებს აღდგომას მპირდება წნავს სიცოცხლის წნელებს ოთხი საათი სავალი მილი დრო უნელებს ვიჭედები ვიხედები და ვემზადები უკანასკნელი ბრძოლისთვის სევდის ღმერთებთან ვერთიანდები ფერის კონტრასტთან შავი ვარ თეთრში უფრო მეტი შავია ჩემში ყიჟინა ეპილოგი მარცხი და ღმერთი მიწის სურნელი სისხლით ჟღენთილი ვერ ვიპოვე ვეღარც მკურნალი ვეღარც ვექილი წითელი ტექსტილი