ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გილო
ჟანრი: პოეზია
24 ოქტომბერი, 2016


ვფიქრობდი

დიდ ხანს ვფიქრობდი - ქალაქებზე,სოფლებზე.მთებზე
და ვდარაჯობდი გამოღვიძებას,
ესკიზებად რომ გაუფანტავს მიწის მუცელში
დროსთან უძლური მეგზურობის დადასტურება.
იმ არსებებზე ვფიქრობდი ხშირად,
პლანეტებს შორის წარმოდგენებს რომ აჩეჩებდნენ კოსმიურ ქარებს;
პასუხ გარეშე მცდელობებით ვერ დააღწიეს
სამყაროს თავი;
მიისაკუთრეს სხეულები სხვადასხვა ფორმის
და განვითარდნენ;
შემდეგ შეწყვიტეს,იგლოვეს და გამოიგონეს,
ვეღარ განაგეძეს.
ისწავლეს ყველა ლაბირინთის დაბოლოება
რომლის შემდეგაც შერჩათ ისევ სიცარიელე,
მათივე ჩრდილის უსახური პარანოია.
ვფიქრობდი დიდ ხანს - ქალაქებზე,სოფლებზე,მთებზე;
აღარსად იყო - ქალაქები,სოფლები,მთები,
გზები,ხიდები,შენობები,თავშესაფრები,
მინდვრები,წყლები,ვულკანები,ტაძრები,ქარი,
ყულფები,ხმები,ღამეები,სიმღერა,მიწა,
წიგნები,წვიმა ასე შემდეგ... შენშია კვალი
უმისამართოდ გადადგმული ყველა ნაბიჯის.
მანძილებს შორის გაფანტული სიბეცის ფერფლი,
ჩაგუბებული ნესტისა და ხავსის იმედი
უშეღავათოდ,უპირობოდ გითავისებდა.
წარმოსახვითი პირი ჰქონდათ ადამიანებს,
რიდი არ ჰქონდათ ერთმანეთის, ეჩვენებინათ;
მხოლოდ საკვები თავსდებოდა ყველანაირი,
მათ შორის მანამ რაც ყოფილა მიუღებელი;
რასაც კი გემო გაესინჯა - ვის რა შეერგო...
ვინ რას შეეხო,გასინჯა ხან ვინ რა იწამა;
რა მოისურვა,დაფიქრდა ან ვინ რა ითავა
და სამუდამოდ განიდევნა გამოსავალი.
ასე უბრალოდ აღარ დარჩა ფიქრის მიზეზი
თავისუფალი ოცნებების გზაგასაყართან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები