 | ავტორი: გილო ჟანრი: პოეზია 1 ნოემბერი, 2016 |
მადგას სიდუხჭირის მთები; კბილს შორდები ნებით ღრძილო; მუდამ როგორ გავიწყდები ბედო - ჩემთან გაბღენძილო. მევსებოდა უნებურად სიმწრის ცრემლით გულის ფოსო. სინანული თუ გებურა მოლოდინო - ცრუვ და ბოზო. წლებმა ბეგვა კვერი ობლის ანამცეცა და იმ ქვეყნად მუდმივობამ უიღბლობის გამარჯვება დაიკვეხნა. მოთმინება ანთია თუ ჩამქრალ ფიქრებს შლის ხან აგებს; არ აწუხებთ განთიადი ალკოჰოლის ამხანაგებს. მედროვეებს ჩემ ხეივანს მოვაშორებ პანჩურებით. დავიკიდე არხეინად ფლიდები და ჩანჩურები. იმედებით ვიყავ სავსე, ფუჭად ვფანტე ბეცი ნება; ვერ ვამსხვრიე კლდე და ნავსი, ქედს ვიხრი და მეცინება.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|