ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ელენა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
1 ნოემბერი, 2016


სპაზმი

სიძულვილის მდინარე
სიყვარულის წალკოტს
გადათქერს.
თუ თავს არ უშველი.
მოაგლიჯე გულს იმდენი,
რამდენიც საჭიროა :
დასნებოვანებული ნაწილი -
სიძულვილის მეტასტაზებიანი, მიმპალი ხორცი,
მოიგლიჯე, აკეპე, ქვის კედლები ამოუშენე
და მოისროლე,
რაც შეიძლება შორს.
ან, ჩაფალი,
დამარხე,
ზემოდან ცეცხლი დაუნთე,
ორმოც დღე-ღამეს იყოს.
ღამე უთიე,
იფიქრე მასზე,
ყროლმა სუნმა ყელი ჩაგწვას,
თვალები დაგიწითლოს,
კანზე სქელ ფენად დაგედოს.
ორმოცი ღამე უთიე..
როცა დარწმუნდები,
რომ მიწიდან ლეშის სუნი აღარ ამოდის,
ადექი, შემხმარი ფოთლები ჩამოიყარე სხეულიდან
და წადი,
გადი ტყიდან,
გადი გზაზე
და გაუყევი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები