ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიგო
ჟანრი: პროზა
3 ნოემბერი, 2016


ტაშის ჰკვრის გარეშე (ეტიუდი)

ტაშიიი...
ადრე - ურაა!
დღეს - ვაშაა!!!
რას ან ვის?ღმერთმა შექმნა სამყარო...
ვინ დაუკრა ტაში?
ჯერ ადამი არ იყო.
ღმერთმა შექმნა ადამი.
ვინ დაუკრა ტაში?
ჯერ არ იყო ევა.
ღმერთმა შექმნა ევა.
ვინ დაუკრა ტაში?
ამ დროს ადამი სამოთხის ცქერით ტკბებოდა...
და ღმერთმა გააძევა ისინი სამოთხიდან!
ხალხმა შექმნა პარტია...
ვინ უკრავს ტაშს?
ყველა!***- ბატონო გილბერტ, ბატონო გილბერტ! - ისმის ყურმილში სასიამოვნო ქალბატონის ხმა, რომელიც დაახლოებით ოცდაორი ოცდასამი წლისა იქნებოდა.
- დიახ მარი?
- მანქანა გელოდებათ!
- მადლობა საყვარელო!
- არაფრის! - ყურმილში ხმა დაიკარგა, როგორც მზის უკანასკნელი სხივი ცაზე. დაღამდა.
სამსახურეობრივი მანქანა უკვე თხუთმეტი წუთია რაც იცდის ეზოში, რომელიც ღობით შემოესაზღვრათ მუშა ვირთხებს. გილბერტი ჩამორბის კიბეებზე, თითქოს ჯერ კიდევ ოცი წლისა იყოს. რას გაუგებს კაცი წლებს, რომლებიც ისევე მიდის, როგორც გიახლოვდება.
- გამარჯობა ზურაბ!
- სალამი, ბატონო გილბერტ!
- მეუღლე სახლში დატოვეთ?
- არა,ბატონო გილბერტ, საღამოე გახლავთ, რომელიც პრემიერმა მოაწყო თქვენ საპატივცცემულოდ და თქვენ გელოდებათ!
- ვირთხებიც დაპატიჟეს?
- ვერ გეტყვით, განა ვიცი ვის გულისხმობთ ვირთხებში?
- ზურაბ, ზურაბ...  ვერ ხვდები? ტაშის მკვრელებს.
- ადგილზე მისვლით, გაარკვევთ. წავიდეთ?
- რა თქმა უნდა. ჩქარა, გვაგვიანდება!
ტრიუმფალურ განწყობას ვერაფერი უმალავდა გილბერტს, შიდა წვას ალმურიც ემატებოდა, რომელიც ასე თაღივით, რომ აჩნდა-ხოლმე სახეზე. სასახლის ჭიშკარი ღია დახვდათ. ათულ ფერებში გახვეული სათვალთვალო კოშკიდან, მორიგე დარაჯი იარაღით ხელშიმიდი-მოდიოდა. მორიგე კარისკაცი კი, სამხედრო მისალმებით უხმობს მანქანას სასახლის ეზოში.
დიდი ზარ-ზეიმით დახვდნენ: მინისტრები, ელჩები, პარლამენტარები და ა.შ...
- გილოცავთ, ბატონო გილბერტ!
- გილოცავთ!
- მეც, გილოცავთ!
- მეც, ბატონო!
- არც მე დაგრჩებით ვალში, და მომილოცავს!
- თქვენ ერთადერთი ხართ, ბატონო გილბერტ!...
- დიახ, არ შემიძლია არ დავეთანხმო,თქვენ მართლა ერთადერთი ხართ!
- თქვენი ძლიერების იმედი გვაქვს, ბატონო გილბერტ!
- ასევე თქვენი, გონებისა!
- დიახ, გვეიმედებით, ბატონო გილბერტ!
- ეს ჩემი ვაჟია, ბატონო გილბერტ!
- თქვენ ვინ ხართ? - აქ კი ხმა გააგონა ირგვლივ მყოფთ!
- მე თქვენი მდივანი ვიქნები!
- აბა, მარი?
- ვინ არის, მარი?
- მარი? ადამიანი, რომელიც ყველაფერს ტაში ჰკვრის გარეშე აფასებდა!
- ღვთისმშობელი ყოფილა! - ხმამაღლა წარმოთქვა სათვალეებიანმა მამაკაცმა, რომელსაც მომავალში უშიშროების სამსახურს ჩააბარებენ და მოჰყვა ხარხარს. ირგვლივ უსაშველო ხმაური ატყდა, რომელიც სიცილს გამოეწვია.
- ბატონო გილბერტ აქეთ, გთხოვთ! - სიცილი საზეიმო მუსიკამ ჩაანაცვლა, რომელიც არც მარსელიოზა იყო და არც მოცარტის რექვიემი. ერთი საწყალი ტრუბადური, გამალებით აქგროვებდა ჰაერს ჩასაბერად და კისრიანად წითლდებოდა.
სტვენის თანხლებით, რომელსაც ტრუბატურის ინსტრუმენტი გამოსცემდა, განვლო გილბერტმა გრძელი, სვეტებიანი ოთახი,რომლის ბოლოშიც, კარის, წინ დიდი, ოქროთი მოვარაყებული სავარძელი იდგა. დაჯდა გილბერტი, მაგრამ კმაყოფილება მხოლოდ სახეზე აღებეჭდა. უკმაყოფილო იყო ტაჭის კვრით, რომელიც არც კი გაეგონა. მხოლოდ ხედავდა ხელის თითების უაზრო ტყაპუნს...
„ეჰ, ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ! მიმადლებულო, მარიამ... ეეეჰ მარიამ, მარი... მხოლოდ შენი ტაშის კვრის ხმა მესმოდა, რომელსაც არც ოდესმე ვხედავდი!“ სავარძელში მჯდომმა მაღლა აიხედა. ფრესკა შენიშნა უფლისა. საოცრება...
ის ტაშს უკრავდა!
ტაშიიი...
ადრე - ურაა!
დღეს - ვაშაა!!!
რას ან ვის?

გიგო რიონელი
2 ნოემბერი 2016 წელი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  თიკუნა, მედეა მოლოდინი ვულოცავთ დაბადების დღეს