 | ავტორი: ქეროლაინი ჟანრი: პოეზია 3 ნოემბერი, 2016 |
შენ არაფერი არ იცი ჩემზე, არ იცი როგორ მიყვარს კატები, როგორ ვალაგებ წიგებს თაროზე ანდაც ღილებს ვიკრავ დილაობით. არც ის იცი,აცივდება და გათეთრებული თითებს ვიმტვრევ ლოლოებივით, თოვლივით მითეთრდება სახე ღამღამობით, და, რომ საათის რიტმს არ უნდა ემთხვეოდეს გულისცემა. ისიც არ იცი, როგორ ვილაგებ ხელებს მუხლებზე, როცა გელოდები და ჩემ თვალებს ცრემლების ნაცვლად დახეული წერილების ფურცლები ცვივა. ან რა უნდა იცოდე, როცა არცერთი ჩემი სიზმარი ნანახი არ გაქვს, არ გინახივარ, როდესაც უამრავ ხალხში იზოლირებული ვყვინთავ ფიქრებში ოცნებებს აგურებივით ვუწყობ ერთმანეთს, და საუბრისას სიტყვებს ვარჩევ ბგერა-მარცვლებად. შენ კი არ გჯერა, შავი და თეთრი ყველა ფერის, ყველაფერის კიდურა გრადაციაა და ყველა ფერში არის შავი და ყველა ფერში არის თეთრიც ცოტად თუ ბევრად ყველაფერში ორი ტონია...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. ძალიან საშუალო ძალიან საშუალო
4. და ყველა ფერში არის შავი და ყველა ფერში არის თეთრიც ცოტად თუ ბევრად ყველაფერში ორი ტონია... +3 და ყველა ფერში არის შავი და ყველა ფერში არის თეთრიც ცოტად თუ ბევრად ყველაფერში ორი ტონია... +3
3. მადლობა ანანე :) მადლობა ანანე :)
2. რამდენიმე ისეთი ძიერი ფრაზაა და საერთოდ ისეთი მძაფრი შეგრძნება გადმოდის, დაუფიქრებლად გავათავფურცლებდი.
რამდენიმე ისეთი ძიერი ფრაზაა და საერთოდ ისეთი მძაფრი შეგრძნება გადმოდის, დაუფიქრებლად გავათავფურცლებდი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|