 | ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია 4 ნოემბერი, 2016 |
გაგიკვირდება, მომენატრა შენთან ბაასი, სახმამაღლოზე, ჩვენში დარჩეს, საჩუმათოზეც. დღეს ამ ფურცელსაც ხმამაღალი ფიქრით გავავსებ, შენსკენ წვიმაა, ჩემსკენ მგონი, უნდა გათოვდეს... კარგა ხანია დავუძველდით ერთმანეთობას, მოდი, გამოვტყდეთ, რომ ერთმანეთს ფიქრებს ვარიდებთ. შენ რწმენა გბოჭავს, ძვლებში მამტვრევს მე უღმერთობა, რაც მთავარია, არ გვეტყობა ჩვენ ეს გარედან... უთქმელობას რომ ნათქვამი სჯობს, ვიცით ორივემ, თუმცა, დუმილმა ოქროს წესიც კარგად გვასწავლა... მინდა გადავდო ყველა საქმე, შენთან მოვიდე, ჰო, მართლა მინდა, არა ისე, სიტყვის მასალად... ჩემზე ერთგული თუ ვინმე გყავს, ერთი მითხარი, იქნებ, დრო არის ღია გულის კარი დახურო? მოდი, წავიდეთ სადღაც როა, სწორედ იმ მხარეს, და აუხდენი ოცნებები მოვინახულოთ... 03.11.16
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. რა დრო იყო, აქ ემოციები რომ ჩქეფდა... მაკლიხარ, მკითხველო... რა დრო იყო, აქ ემოციები რომ ჩქეფდა... მაკლიხარ, მკითხველო...
4. ფორმაშიც მშვენიერი ბრძანდებით და fermaSic~. ფორმაშიც მშვენიერი ბრძანდებით და fermaSic~.
3. შემოხვალ აქ და გული რაღაცნაირად აფორიაქდება, უმალ იგრძნობ რომ შენც გეხება ეს თბილი ემოცია რაც ავტორის პოეზიიდან მოდის. შემოხვალ აქ და გული რაღაცნაირად აფორიაქდება, უმალ იგრძნობ რომ შენც გეხება ეს თბილი ემოცია რაც ავტორის პოეზიიდან მოდის.
2. გაიხარეთ ოთარ და მადლობა ჩემი პოეზიის ერთგულებისათვის... <3 გაიხარეთ ოთარ და მადლობა ჩემი პოეზიის ერთგულებისათვის... <3
1. მიყვარს თქვენს გვერდზე შემოსვლა. 5 მიყვარს თქვენს გვერდზე შემოსვლა. 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|