სულს შერჩა უტყვად სიმარტოვის უჩვევი განცდა, წამმზომის რიტმებს აჰყოლია პულსის სიხშირე, ფიქრადრჩენილი სურვილები მოლოდინს გასცდა და თავი ჩემი, ჩემს თვალებში ვეღარ ვიხილე. ვადნები ხსოვნას, უხმაუროდ, ვით მინას თოვლი, ვკოცნი ვნებიან აკორდებში ზამთრის სონატას, აუნაფაზდათ მთებს ნისლებით ნაგრილი ბოლი, შენი ხმის ექოს დაედევნენ, ქარის მონატანს ..... გაშიშვლებული ხეებიდან თვლემდა სიმშვიდე, ნოემბრის ღამემ უწყალოდ რომ შემოუტია, ჩვენს შორის ზღვარის აღარ იყო აღარც სიმცირე, აღარც სიშორეს დარდის ცეცხლი არ დაუნთია.. სულს შერჩა მუნჯი სიმარტოვის უიღბლო განცდა, წავედი ჩემგან და ნაკვალიც ვეღარ ვიხილე .. ცხოვრება სცენა, ჩემი როლის სცენარს თუ გასცდა, რაღა აზრი აქვს დროის თვლას და პულსის სიხშირეს...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. მოსევდიანო და მშვენიერი ექსია საკმაოდ. მოსევდიანო და მშვენიერი ექსია საკმაოდ.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|