 | ავტორი: ბალახა ჟანრი: პოეზია 6 ნოემბერი, 2016 |
დავსხდეთ და ფინჯანი ყავიდან დავიწყოთ სამყაროს შეცნობა, ღმერთიდან-ნოემდე... მე ჩემი სიზმრების პასეანსს გაგიწყობ, დადუმდი, მისმინე, უბრალოდ მომენდე. ასეთ დროს თამბაქო უხდება საუბარს, აპრილის უბრალო და გრილი ნიავი, ჩვენ ვერ დავეწევით მასსას და ზაუბერს, სიკეთით, სიმორცხვით, სიჩუმით, სიავით, დაიცა, იქნება ერთხელაც განიხვნას სამოთხის კარიბჭე ღმერთთან ან უღმერთოდ... ჩავუსხდეთ მწუხრის პირს ყანწებით საფიხვნოს, მთვარე კი ზეციდან მოჰგავდეს უწმერთულ, უჩადრო დედაკაცს, წვრილშვილით დაღლილი, ნაოჭთა ხაზებით ყვითელს და გაცვეთილს გულის პირს ებნიოს ლურჯთვალა ღიღილო, მიწასთან ყოველი კავშირი გაწყვიტე, რომ გასცდე უთუოდ საზვერეს საზარებს, რომ იყო ღმერთივით მაღლა და ხმადაბლა... რომ ზეცის დუმილშიც ისმოდეს ზანზარი, რომ ნედლი სელებით მოვუსხდეთ ხმელ ტაბლას და მერე ფინჯანი ყავიდან დავიწყოთ სამყაროს შეცნობა, ღმერთიდან-ნოემდე... მე ჩემი სიზმრების პასეანსს გაგიწყობ, დადუმდი, მისმინე, უბრალოდ მომენდე!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. დადუმდი, მისმინე, უბრალოდ მომენდე!
კარგია. დადუმდი, მისმინე, უბრალოდ მომენდე!
კარგია.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|