ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიგო
ჟანრი: პროზა
8 ნოემბერი, 2016


ქვა და წყალი

ბაჭიამ ქვას ფეხი წაჰკრა და მგლის ხახაში აღმოჩნდა.
მგელმა ფეხი ქვას წამოჰკრა, დაბერებულიყო.
სიბერეს ქვა მანამდე ხვდება ვიდრე გზის დასასრულს მიაღწევდეს...

- ბაჭიავ გაიქეცი და თუ მოახერხებ ჩემგან თავის დაღწევას ცოცხალს გაგიშვებ. - უთხრა მგელმა.
- მე, რომ გადავრჩე გაქცევას არ უნდა ვლამობდე, რადგან შენ ვიცი შენი სიბერის მიუხედავად, ეცდები, რომ სიტყვა არ შეასრულო. - უპასუხა ბაჭიამ.
- მაგრამ, შენ მთავარი გავიწყდება: იღბალი რომელიც არასდროს გწყალობს. და რომ მეც ისეთივე სუსტი ვარ ახლა როგორც შენ.
- ჰო... არ მავიწყდება. „გაცილებით მასზე ახალგაზრდა ვარ და ნუთუ ვერ შევძლებ ამ ბებერს გავექცეო“. - ფიქრთან ერთად გაიქცა ბაჭია. მგელი დაედევნა მას.
ბაჭიამ ქვას ფეხი წაჰკრა და მგლის ხახაში აღმოჩნდა.
მგელმა ფეხი ქვას წამოჰკრა, დაბერებულიყო.
სიბერეს ქვა მანამდე ხვდება ვიდრე გზის დასასრულს მიაღწევდეს...
მონადირემ ჩამოიარა. ხის ჯირში წამოწოლილ მგელს მოჰკრა თვალი, თოფი შემართა და ესროლა. მგელმა თავი ასწია ბოლოჯერ და მონადირეს ჭაობისფერ თვალებში ჩახედა. მონადირემ ფეხი ჰკრა მგლის უსულო სხეულს და გზა განაგრძო. გზად ოვალურ, ულამაზესი ფერებით დახუნძლულ ქვას ფეხი წამოჰკრა, ტოფზე დაყრდნობით შეეცადა თავის შეკავება, მაგრამ თითი მეორე სასხლეტზე მოუხდა...
გვამი სხვა მონადირეებმა და ტყის მცველებმა იპოვეს. მათ ბავშვი ახლდა. ერთ-ერთი მცველის ვაჟი იყო. ქვის თვალისმომჭრელმა სილამაზემ ბავშვის ყურადღება დაიმსახურა. გვამთან ახლოს ეგდო. სწვდა მას და ჯიბისკენ წაიღო. უფროსმა ტყის მცველმა შენიშნა. მიუახლოვდა მას და სთხოვა ეჩვენებინა თუ რა იპოვა. პატარამ გაუწოდა ქვა.
- ერთი ნახეთ, როგორ ბრწყინავს!
- მართლაც. - სათითაოდ შეაფასეს მისი ბრწყინვალება.
- აჰა გქონდეს. შენ ხომ მათ აგროვებ?
- მადლობა ძია ო.
მთის ფერდობზე დაეშვნენ ისინი. მეტად მეჩხერი და  ქვიანი კალთა ჰქონდა მთას. ქვევით, სიღრმეში წყარო მოჩანდა. ხელმარჯვნივ ის ბილიკი იყო, რომლითაც ავიდნენ, მაგრამ მანძილი მანამდე შორი იყო. თითქმის ერთი საათის სავალი დარჩენოდათ. თოკებით ერთმანეთზე გადაბმულები ფრთხილობდნენ. სამწუხაროდ ბავშვს ფეხი დაუცურდა და სრიალითა და კოტრიალით დაეშვა წყაროსკენ. თოკი დაიჭიმა, ბავშვი კი უმნიშვნელო ნაკაწრებით დააბრუნეს სამშვიდობოს. ხელი ჯიბეს ჰკრა პატარამ.
- ქვა დავკარგე. გთხოოვთ! ქვევით იქნება. ჩავიდეთ გეხვეწებით! - ცრმლებს ვერ მალავდა პატარა.
- რას ამბობ შვილო?! რისკია ან სადიპოვნი ქვას, რომელიც მრგვალია?
- მაგრამ ის ხომ, ულამაზესი იყო...
ქვას ძლიერი წყლის ნაკადი მიაქანებდა სხვა კენჭებთან ერთად. ის სხვა ძმებს შეერია.
- წყალს ყველაფერი ბსკერზე ჩააქვს.
- მაგრამ...
- არავითარი მაგრამ...
***
- მშენებლობისთვის გვჭირდება
- რამდენი?
- ათი კუბი.
- მხოლოდ ათი?
- დიახ!
***
- ახლოს, უფრო ახლოს. მოდი, მოდი, მოდი... კიდევ... კარგია! ასწიე და ჩამოცალე!
ხრიალით ცვიოდა მიწაზე ქვებისა და ქვიშის ნარევი. უყურებდა მამა-შვილი და თან მითითებებს იძლეოდნენ.
- შენ გამო თორემ, მე ეგ სულაც არ მეხალისება. ხედავ მოვხუცდი და არც რამის თავი მაქვს.
- არავინ გთხოვს, მამა...  - თვალს ადევნებდა ქვების ცვენას მცველის ვაჟი. იქვე წყალიც.
ერთმანეთს შეერივნენ ქვა და წყალი და აიგო საცხოვრისი, რომლის საძირკველს მრავალფერიანი, თვალის მომჭრელი სილამაზის ქვა ამშვენებდა.
მგლის ქვასავით მუხლი და კურდღლის წყლიანი თვალები...
სახლი რომელსაც სიმტკიცე გააჩნდა...
სახლი რომლემაც შიში იცოდა...

გიგო რიონელი
6 ნოემბერი 2016 წელი






კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები