ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნადირი
ჟანრი: პოეზია
16 იანვარი, 2009


ფშავი

      ტრისტან მახაურსა და მურღვა არდოტელს

მე, ტრისტანი და ნიკო ერთ დილით
გზას დავადექით იმ სინათლისკენ,
სად ერთურთს ხვდება ვაჟას აჩრდილი
და დაღარული მთების სიმტკიცე.

ერთმანეთს ცვლიდა ფერდობი, რიყე,
არ ნებდებოდა დაღლას სხეული,
დაღამებამდე ჩვენს გვერდით იყო
მზე, ფშავის ცაზე ამაღლებული..

აქ რომ შეგვყროდა დევების ჯიში,
ბედი-შავბედი იქვე მოკლავდა,
ჩვენ არ გვიგვრძვნია დაღლა და შიში,
მეგზურად გვყავდა გმირი კოპალა.

მერე ვეწვიეთ გოგოლაურთას,
იქ თურმე სტუმარს მუდამ ელიან,
და როცა ღამეს სიტყვა გაუწყდა,
მზე ამოვიდა მამლის ყელიდან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები