ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოგენეს საძმო
ჟანრი: პოეზია
11 ნოემბერი, 2016


* * *


ქალი უბრალო
ქალი ბრაილი
ქარი ყვავილის
ნაირ-ნაირის
ჰო, ბევრი ქალი
შემომხვდა ქარი
ქალი სადარი
მითრის და მთვარის
ზოგი მართალი
ზოგი მირაჟი
ენაჭარტალი
სიტყვარიჟრაჟი.
სახეჭარხალი
და გულყვითელი,
ჟრუნი, ფირუზი
ინფრაწითელი.
მითენებია
ქალი ქალდეად
თავში მიხლია
ქალი ანდაზად
ეხლა არ მითხრა
თითქოს ბრაზდები
ლექსს რომ ვკითხულობ
ჩემო ავაზავ...
ქალი ათასი
ათიათასი
ქალი ფარსი და
ქალი უფასო,
გულს შერჩენიხარ
კაცხის სვეტივით
უერთადერთესს
გკოცნი ძვირფასო,
შეყვარებულებს
გულის მურაზებს
ცოდვის დარბაზთა
ვლოცავ დამრაზებს
დედამ შაირთოს
ვინც არ დალიოს
ლეკურს ცეკვავდეს
ცოლის ნაღარზე.

ნაღარა-საკრავი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ოთარ ცისკაძე ვულოცავთ დაბადების დღეს