ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თემურ მაკარაძე
ჟანრი: პოეზია
13 ნოემბერი, 2016


ღამე


ფიქრთა ომების ჩამოწვა ღამე
ოთხ კედელს შორის ტყვედჩავარდნილთა,
რამდენი ბრძოლა დამთავრდა მარცხით,
რამდენი კვდომით, ვინ გადათვლიდა.

ვინ გაიმარჯვებს სასტიკ რბევაში
გონების გულთან, გულთან გონების?
მუდამ ერთურთის დააქვთ რევანში,
ომი სიგიჟის და შთაგონების.

ისმის საათით დროთა დინება,
სიტყვათა რბოლა, რომელიც ვერ ვთქვი,
და სადაცაა დამათენდება
ღამე ისედაც უშენოდ თეთრი...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს