ღმერთივით უბრალოა შენი ფეხის თითები, მათ ყველა ნაბიჯი ახსოვთ, სადაც ჰაერში ამხტარხარ ისინიც და სადაც დაცემულხარ ისინიც, და ყველა ჩვეულებრივი, უბრალო ნაბიჯი, საითმე მიმართული, უფლის ათი სეფიროტივით, მისი ათი გამოვლინებასავით თითები გაქვს, ზოგი გრძელია ზოგიც მოკლე, თავთავისდა გვარის მიხედვით, შენი ფეხის თითები შენს მთელ სიმძიმეს ტვირთულობენ, მთელი ტანი მათ აწვება, მათ უყვართ შენი ტანი და მათი ტარება სიამოვნებაა მათთვის, არ წუწუნებენ, რატომ ცხვირი, ყურები, თვალები ან ხელის თითები არ ვართო, იციან, რომ მათი საქმე უმნიშვნელოვანესია ყველასთვის, მათთვის ვინც ზემოთაა და ასევე სხვისი ტანებისთვისაც, რომელთაც ასევე ფეხის თითები აქვთ, მიყვარს მე შენი ფეხის თითები, მიყვარს მათი უბრალოება და შეგნებული ნეტარება
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. "უბრალოება და შეგნებული ნეტარება" :)
"უბრალოება და შეგნებული ნეტარება" :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|