 | ავტორი: გიგო ჟანრი: პროზა 18 ნოემბერი, 2016 |
ოცი წელია რაც სკოლა დავამთავრე, და მას შემდეგ კედლის აგური გაუნძრევლად დევს თაროზე წიგნის! ოცი წელია ანტისხეულებს სცნობენ ადამიანებად და სნობებს კედლიდან ხსნიან, როგორც აუქციონზე გასატან ნახატს! ფასობენ სნობები... ოცი წელია რაც დალის ვხატავ, მაგრამ მხოლოდ მისი ულვაში მივამსგავსე გედის ყელს, რომელმაც უკანასკნელად უდირიჟორა სიმღერას... არც ერთი წელი გავლიე, როგორც ყველა დროს ერთ ასოდ ნათქვამ სიტყვაში და მოვსვი წიგნიდან ცხელი მდინარე ცრემლის! და მოვსვი წიგნიდან სისხლი მამულის რადგან მექცა ის ძმადნაფიცად ოცი წელია! ოთახი მცირე, მაგრამ ტევადი იქ ვეტეოდით ყველანი. ცარციანი ოცი წელი, მაგრამ დაფაზე ჯერ მასწავლებელი წერს და დასასრულს ყველა თავის ნაწერს შლის! როცა თვლა ვისწავლე წლებს არ ვითვლიდი, ახლა კი ოცი წელია რაც ჩამოცვენილ ფოთლებს ვითვლი! ოცი წელია რაც თმაში ჭაღარას ვითვლი... ოცი წელია რაც, მაგრამ აწ და... და როცა მაგრამ დასრულდება, აწ ოცი წელი გავა და მარადის საქმით დავკავდები იმ აწ იმედით, რომ კვლავ ოცი წელი მე მერგება, პინით, ასაწონად - მე გავხდები ღირსი სახელისა! ოცი წელია რაც სკოლა დავამთავრე და მას შემდეგ ჩემი კედლის აგური მხოლოდ ნიმუშად ძევს თაროზე წიგნის! კიდევ ერთი წელი გადავშალე - აგურის ზომის, რომ წასაკითხად დარჩეს თაობას მიმავალს ჩემგან! შემდეგ ისინი დაითვლიან წიგნიდან გაფანტულ მტვერს, აწ და... ნათელიდან უკუნისამდე!
გიგო რიონელი 17 ნოემბერი 2016 წელი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მართლა რა კარგია, პოეტური პროზა. რას არ ნახავს ამ გვერდზე მკითხველის თვალი.
კარგი იყო, სულიანი. 5.
მართლა რა კარგია, პოეტური პროზა. რას არ ნახავს ამ გვერდზე მკითხველის თვალი.
კარგი იყო, სულიანი. 5.
1. ძალიან, ძალიან მომეწონა! ძალიან, ძალიან მომეწონა!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|