ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გილო
ჟანრი: პოეზია
26 ნოემბერი, 2016


ყველა დღის

სისულელეა იძულებით
ვალმოსახდელი,
ჯანიც გავარდეს.
ეს შელოცვები, მილოცვები,
გამოლოცვები.
ყველა კარიდან მეხდამტყდარი
შენი აჩრდილი
გადის ადვილად,
გადის კანიდან, სადაც ხვდება
პირობითობა,
უსახურად გარდაქმნილი
ღმერთთან ლაქუცი;
და ქანცგამძვრალი
შემოუძახებს:
მომილოცია თქვენთვის ყველა
დღესასწაული.
მოერიდებათ გააბნიონ
სიტყვების მტვერი,
გულწრფელობისგან
ამოშრეტილ წინაპირობად.
მძაფრი სუნი აქვთ მკვდრების
გარდა ადამიანებს,
დააგვიანეს გასწორება ყველა
სიმრუდის,
და რაც დრო გადის ერთმანეთი
უფრო და უფრო
გულმოდგინებით, რუდუნებით
ანაგვიანეს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები