 | ავტორი: ფლორენცია ჟანრი: პროზა 8 დეკემბერი, 2016 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
_ ღმერთის გწამს? _ ჰკითხა პაკინტუსმა ჰაკანეს _ არ ვიცი _ იყო კნავილივით პასუხი _ როგორ არ იცი? ან გწამს ან არა. როდესაც შენს ქმარს ჩემთან ღალატობ, არ გრძნობ თავს დამნაშავედ აქედან რომ მიდიხარ? _ არ ვიცი _ შენ იცი საერთოდ რამე? _ მე ის ვიცი რომ ბანალური კითხვები არ მიტაცებს. _ და ბანალური სექსი? _ სექსი ბანალური არ არსებობს. სექსი სექსია... _ მაშ მიპასუხე: ღმერთი გწამს ჰაკანე? _ მე მწამს სიყვარულის, ვნების, ორგაზმის... _ სიყვარულის თუ გწამს, ესეიგი ღმერთისაც გწამს.მე კი არ მწამს მისი არსებობა _ .... _ მრავალმნიშვნელოვნად შეხედა ჰაკანემ გათქვერილ მამაკაცს, რომლის მკერდზეც ბალანი უშნოდ გადაშლილიყო. _ მე არ მწამს ღმერთის. გამოხსენი ფანჯარა ჰაკანე, ყველა მორმწუნეს უნდა ვაგინო, მათ შორის შენს გამო..რებულ ქმარსაც, რომლის ცოლმაც მის თავს ჩემნაირი საქონელი არჩია. ჰაკანე გაოცებული უყურებდა პაკინტუსის ოფლიან სახეს და ვერ ხვდებოდა სიამოვნების შემდეგ ჭკუა რატომ შეეშალა. ბოლოს თავი ეტკინა ფიქრისგან (ის გონების სავარჯიშოებს მიჩვეული სულაც არ იყო) , წამოდგა გაყვითლებული ზეწრიდან, ფეხშიშველი მივიდა სკამთან, სადაც მისი გახუნებული საშინაო კაბა იყო მიგდებული და უხალისოდ გადაიცვა. საცვლები ჯიბეში ჩაიტენა და ისე გამოვიდა გამურული ოთახიდან, უკან არც მიუხედავს. პაკინტუსმა ზიზღით გააყოლა თვალი, ლოგინში გადაგორდა მეორე მხარეს და თვალებდახუჭული მიეცა ფიქრს. ფიქრობდა მის ფორმადაკარგულ სხეულზე და სძულდა საკუთარი თავიც და ის ქალიც, რომელიც რამდენიმე წუთის წინ მისი ნაწილი იყო. ლოგინიდან ამდგარს ხელში როგორ მოხვდა სამართებელი თავადაც არ იცოდა. იცოდა ის რომ ღმერთის არ სწამდა, ცხოვრებისგან, საკუთარი სხეულის ტყვეობაში მყოფს მხოლოდ ერთი რამ უნდოდა, მალე ეგრძნო სიმსუბუქე, მალე დაეხუჭა თვალი და შერწყმოდა უსასრულობას. ***** რამდენიმე დღის შემდეგ მეზობლები მყრალმა, მძაფრმა სუნმა შეაწუხა და მხოლოდ მაშინ გაახსენდათ რომ პაკინტუსი კარგა ხანია აღარ გამოგორებულა თავისი ბუნაგიდან. **** სუსტი გულის ადამიანებისათვის ადვილი დასანახი არ იყო მატლიანი, ბუზებდახვეული ამებასეული გვამი, რომელიც საძინებლისა და კორიდორის კარებსშორს იყო გაჩხერილი.
_ მას ღმერთის არ სწამდა!.....
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. სიკვდილი ორგაზმის შემდეგ... სულაც არაა საზიზღარი :) სიკვდილი ორგაზმის შემდეგ... სულაც არაა საზიზღარი :)
8. https://www.youtube.com/watch?v=L3wKzyIN1yk&index=21&list=RD0nouhZQqtx4 https://www.youtube.com/watch?v=L3wKzyIN1yk&index=21&list=RD0nouhZQqtx4
7. ავტ2. მე არავის განვიკითხავ :( საზიზღარი აქ რომელიმეს მიმართებაში ნახმარი განსაზღვრება კი არაა, არამედ ის განწყობა, რომელსაც ასეთი სიტუაციები ტოვებს. თუმც მე კი მეგონა დაისმებოდა კითხვა:"რომელი უფრო მეტად საზიზღრულად იქცეოდა და მოიქცა?" ავტ2. მე არავის განვიკითხავ :( საზიზღარი აქ რომელიმეს მიმართებაში ნახმარი განსაზღვრება კი არაა, არამედ ის განწყობა, რომელსაც ასეთი სიტუაციები ტოვებს. თუმც მე კი მეგონა დაისმებოდა კითხვა:"რომელი უფრო მეტად საზიზღრულად იქცეოდა და მოიქცა?"
6. და თქვენი აზრით რომელი იყო მათგან საზიზღარი? :)
მსუბუქად იკითხება მძიმე მოთხრობა და თქვენი აზრით რომელი იყო მათგან საზიზღარი? :)
მსუბუქად იკითხება მძიმე მოთხრობა
5. და თქვენი აზრით რომელი იყო მათგან საზიზღარი? :)
მსუბუქად იკითხება მძიმე მოთხრობა და თქვენი აზრით რომელი იყო მათგან საზიზღარი? :)
მსუბუქად იკითხება მძიმე მოთხრობა
4.
განწყობის მწერალი ხარ ფლორენცია. ეს კარგია.
განწყობის მწერალი ხარ ფლორენცია. ეს კარგია.
3. მუხა, დიდი მადლობა ასეთი შეფასებისათვის, რამდენად ვიმსახურებ ეგ მეორე საკითხია. ცხოვრებამ მუხა. გუშინ ზუსტად მაგის დაწერის ხასიათზე ვიყავი და დამიჯერე, ბევრი ამოიცნობს თავს პაკინტუსსა და ჰაკანეში, უსიყვარულობასა და უღმერთობაში. მუხა, დიდი მადლობა ასეთი შეფასებისათვის, რამდენად ვიმსახურებ ეგ მეორე საკითხია. ცხოვრებამ მუხა. გუშინ ზუსტად მაგის დაწერის ხასიათზე ვიყავი და დამიჯერე, ბევრი ამოიცნობს თავს პაკინტუსსა და ჰაკანეში, უსიყვარულობასა და უღმერთობაში.
2. მე ვრავის ვერ გავნსჯი, ან მე თვითონ ვინ ვარ. გასაგებად წერია ყველაფერი, თუმცა გამკვირვებია ის რომ, ჩემი ვირტუალური შეფასებით ასეთი სათნო ავტორს, ძალიან ადამიანური გულიანს , მგრძნობიარეს, კრისტალივით სპეტაკ პიროვნებას, ახლა რამ მოაფიქრებინა (საზიზღარი ამ სიტყვის) სათაურით რამის გამოქვეყნება?!. მე ვრავის ვერ გავნსჯი, ან მე თვითონ ვინ ვარ. გასაგებად წერია ყველაფერი, თუმცა გამკვირვებია ის რომ, ჩემი ვირტუალური შეფასებით ასეთი სათნო ავტორს, ძალიან ადამიანური გულიანს , მგრძნობიარეს, კრისტალივით სპეტაკ პიროვნებას, ახლა რამ მოაფიქრებინა (საზიზღარი ამ სიტყვის) სათაურით რამის გამოქვეყნება?!.
1. მართლაც, საზიზღარი წარმოსადგენია :) მართლაც, საზიზღარი წარმოსადგენია :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|