ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თემურ მაკარაძე
ჟანრი: პოეზია
15 დეკემბერი, 2016


სულ რომ არავინ

მივყვები სადღაც ფეხშიშველი თოვლიან ბილიკს
ნაცვლად სიცივის სითბო უფრო ეხება ტერფებს
ანუ ხვდები რომ სული უფრო მეტად გაქვს ცივი
ვიდრე ამ ზამთარს უჩვეულოდ გადანათეთრებს.

მოგყვება თოვა. მიდიხარ წინ! მოგყვება დრო და
და შენს ნაკვალევს ამოსუნთქვას არც კი დააცლის
ცდილობს წაგართვას ჯერაც შენი მხნეობის დროშა,
ცდილობს წაგართვას უიმედო იმედიც დაღლილს.

თუმც სიბნელეში სინათლე, რომ უფრო მეტი ჩანს
არც კი იცის და მარტოობის დააქვს მუქარა
იმ განდეგილსაც როდის იყო იმგვარ ეფქრა
და არ ჰქონოდა უფლის რწმენა ცამდე მქუხარე.

თუ მარტოობა უსათუოდ ჩემი ხვედრია
იყო წამებიც სიგიჟის და შთამაგონებიც,
თუნდაც დაფერფლონ, დაწვან, დაგმონ; ტყვიას მესვრიან?
ჩემი ლექსები მშობელმკვდარნიც მომიგონებენ.

სულ რომ არავინ
და არაფერი,
ჩემი ლექსები მომიგონებენ...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს