შენ ვერ გამიცნობ, ღამეები ფიქრით გატეხო თუნდ შენს წინ ვიყოთ მე ან ჩვენი ათასი ფოტო, მე დაგილაგებ ყველა გრძნობას გულის გარშემო ვერც გულისცემას, სულის წადილს ვერ ამოიცნობ.
შენ ვერ გამიცნობ, თუნდ შეეხო სახის ნაკვთებით, ვერც ჩემი მზერით, მითუმეტეს თბილი თვალებით, შენ შეიძლება წამიერად მხოლოდ შეკრთები თუ შეგეხები ამ თითებით დაკაწრულებით.
ვერ შეადარებ, ჩემს ხასიათს სხვა ვერცერთ ამინდს წვიმა-თოვლიანს, ვერც ქარიანს, ან თუნდაც მზიანს ღიმილი სევდას აქ უბრალოდ ყოფნას არ აცდის ანდა პირიქით, ჩუმი სევდის მარცვლები ყრია.
ვერ ამოიცნობ, ხალხის ბრბოში რატომ ვარ ცალკე, გზაჯვარედინთან ფეხის ბილიკს რატომ დავეძებ, რატომ ვანელებ ფეხის ნაბიჯს როცა წვიმს გარეთ, რატომ ვშლი ხელებს, როცა ქარი სიმწრით ახველებს.
ვერ ამოიცნობ, როდის მტკივა როდის ვგრძნობ ვნებას როდის ვარ მშვიდად, ანდა სისხლი ამოიფეთქებს გახსოვდეს მარად ამ გრძნობასთან სამყარო კრთება არა სიძულვილს! და სიყვარულს ცამდე ვაღმერთებ.
შენ ვერასოდეს დაინახავ ჩემი თვალებით ამ სამყაროს და ღამეს ზღვაზე რად დავითენებ, ვერ ამოიცნობ მთვარეს რატომ ვეთაყვანები, ჩემს ამოცნობას გევედრები ნუ დაიჩემებ.
რა გზით მოვედი, ვერ გაიგებ ხვალ რა გზით წავალ საით გაიშლის დაუდგომელ ოცნების ფრთები, მხოლოდ ის იცი დავიბადე როგორაც ყველა და საეჭვოა გაიგო თუ როგორ მოვკვდები.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. გაიხარე ნექტარო... :) გაიხარე ნექტარო... :)
5. ძალიან ლამაზია, სხვანაირი შინაგანი საუბარი შენამდე რომ აღწევს ხმამაღლად. ძალიან ლამაზია, სხვანაირი შინაგანი საუბარი შენამდე რომ აღწევს ხმამაღლად.
4. გაიხარე ემილი :) გაიხარე ემილი :)
3. ,,ვერ ამოიცნობ, ხალხის ბრბოში რატომ ვარ ცალკე, გზაჯვარედინთან ფეხის ბილიკს რატომ დავეძებ, რატომ ვანელებ ფეხის ნაბიჯს როცა წვიმს გარეთ, რატომ ვშლი ხელებს, როცა ქარი სიმწრით ახველებს''. ... ,,შენ ვერასოდეს დაინახავ ჩემი თვალებით ამ სამყაროს და ღამეს ზღვაზე რად დავითენებ''...
,,მხოლოდ ის იცი დავიბადე როგორც ყველა და საეჭვოა გაიგო თუ როგორ მოვკვდები''.
5 ,,ვერ ამოიცნობ, ხალხის ბრბოში რატომ ვარ ცალკე, გზაჯვარედინთან ფეხის ბილიკს რატომ დავეძებ, რატომ ვანელებ ფეხის ნაბიჯს როცა წვიმს გარეთ, რატომ ვშლი ხელებს, როცა ქარი სიმწრით ახველებს``. ... ,,შენ ვერასოდეს დაინახავ ჩემი თვალებით ამ სამყაროს და ღამეს ზღვაზე რად დავითენებ``...
,,მხოლოდ ის იცი დავიბადე როგორც ყველა და საეჭვოა გაიგო თუ როგორ მოვკვდები``.
5
1. საინტერესო და სუბიექტურიც. საინტერესო და სუბიექტურიც.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|